კულტურული კონცეპტები „ვეფხისტყაოსნის“ თურქულ თარგმანში

ავტორები

  • ნონა ნიქაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-5520-2860
  • გულ მუქერრემ ოზთურქ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-1875-4954

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7825

საკვანძო სიტყვები:

„ვეფხისტყაოსანი“, თურქული თარგმანი, ეშმა, მზე, მთვარე

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პროფ. ბილალ დინდ­არისა და ასისტ. პროფესორ ზეინელაბიდინ მაქასის მიერ თურქ­უ­ლად თარგმნილ შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ კორპუსლინგვისტურ და კრიტიკულ ანალიზს. ჩვენ წარმო­გიდ­გენთ „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი და თარგმნილი ტექსტების შედარებას.

„ვეფხისტყაოსანი“ შუა საუკუნეების ლიტერატურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. „ვეფხისტყაოსანი“ ლირიკული პასაჟების შემცველი ეპიკური თხზულებაა, რომლის სიუჟეტი არა­ბეთსა და ინდოეთში ვითარდება. სამიზნე ენაში ხშირად ვხვ­დებით კულტურულ-სპეციფიკურ კონცეპტებს, მთარგმნელი ცდი­ლობს საკუთარ კულტურას მოარგოს ორიგინალ ტექსტში არსებული ლექსიკური ერთეულები. ეს კულტურული კონცე­პტ­ებია: მზე, მთვარე, ეშმა, ღვინის სმა.

კვლევისას ვიყენებდით შემდეგ მეთოდებს: კვლევის კორპ­უ­სლინგვისტური მეთოდი, რომელიც თანამედროვე ჰუმანიტ­ა­რულ კვლევებში აქტუალურია. ამ მეთოდის გამოყენება დიდი მოცულობის ემპირიული მასალის სწრაფად და ეფექტურად დამ­უშავების საშუალებას იძლევა, რაც კვლევის პროცესს ამარ­ტი­ვ­ებს. კვლევის პროცესში ასევე გავიყენეთ ლინგვოკულტ­უროლ­ო­გ­ი­ური ანალიზის მეთოდი. თანამედროვე ლინგვოკულტ­ურო­ლ­ო­გიური კვლევები შედარებით-შეპირისპირებითი ხასიათისაა, რად­­გან ორი ან მეტი ენის მასალის შედარებისას განსაკ­უთ­რებ­უ­ლად მკვეთრად ვლინდება კონცეპტების ნაციონალური სპეცი­ფ­იკა და უნივერსალობა. ლინგვოკულტუროლოგიური ანალი­ზის მიხედვით სამ განსხვავებულ კულტურულ ტექსტში ჩვენ გამო­ვიკვლევთ არსებულ კულტურულ კონცეპტებს, რაც დაგვ­ეხმ­ა­რება დაწვრილებით აღვწეროთ ენობრივ პროცესში გამოხატული კულტურული ცნებები.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

ნონა ნიქაბაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი
მოწვეული მასწავლებელი
+995555540887. nona.nikabadze@bsu.edu.ge
ORCID: 0000-0002-5520-2860

გულ მუქერრემ ოზთურქ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი

რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი
ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი
ასოც. პროფესორი
+905444627819. gul.ozturk@erdogan.edu.tr
ORCID: 0000-0003-1875-4954

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-16

როგორ უნდა ციტირება

ნიქაბაძე ნონა, and ოზთურქ გულ მუქერრემ. 2024. “კულტურული კონცეპტები „ვეფხისტყაოსნის“ თურქულ თარგმანში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (1):361-75. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7825.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა