თარგმანის ცალკეული თეორიების განვითარების აქტუალურობა (თურქულ-ქართულ და ქართულ-თურქულ მასალებზე დაყრდნობით)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.1.2018.2814საკვანძო სიტყვები:
ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული თარგმანებიანოტაცია
თანამედროვე საზოგადოების გლობალიზაცია დიდი ხანია გადავიდა ეკონომიკური სფეროდან ენებისა და კულტურების არეალში, ხოლო ენობრივი და კულტურული გლობალიზაციის პროცესები აღმოჩნდა ძალიან რთული და მრავალმხრივი. ანთროპოცენტრული ენობრივი პარადიგმის სწრაფმა განვითარებამ წინა პლანზე წამოაყენა თარგმანის შესწავლის თეორიული ასპექტები. მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკული თარგმანის გამოცდილება და გამოყენებითი კვლევები საჭიროებდა თეორიულ განზოგადებებს ამ სფეროში.