საერთო სემანტიკის მქონე ქართულ და თურქულ იდიომთა სტრუქტურა

ავტორები

  • ანა ახალაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი https://orcid.org/0000-0001-5469-1124

DOI:

https://doi.org/10.48614/hos.4.2021.180-190

საკვანძო სიტყვები:

იდიომი, ფრაზეოლოგიზმი, ქართული ენა, თურქული ენა, კომპონენტი, სტრუქტურა, რედუქცია

ანოტაცია

ნაშრომში, შესაბამისი მაგალითების მოშველიებით, განხი­ლუ­­ლია ქართული და თურქული იდიომების სტრუქტურა როგ­ორც სემანტიკური, ისე სტილისტიკური თვალ­თახედვით, იმის გათვა­ლი­სწინებით, რომ თურქულში იდიომი ფრაზეო­ლო­გიზ­მისგან მკაც­რად გამიჯ­ნული არაა და სიტყვა deyim-ის ქვეშ („იდიომი“ იქ ნაკ­ლებად გამოიყენება) მოქცეულია ყველა ფრაზე­ოლოგიური ერთე­ული, რომე­ლიც ანდა­ზა-აფორიზმისგან განს­ხვავებულია. საინტერ­ესოა, რომ თურქულში ვხვდე­ბით ერთ­სიტყვიან იდიო­მებ­საც, თუმ­ცა, თურქ მკვლევ­­ართა უმრავლ­ესობა, როგორც წესი, იდი­ომად განი­ხილავს სულ მცირე ორი სიტ­ყვის კომბინაციას.

როგორც ირკვევა, ორ, სამ და ოთხ სიტყვიანი იდიომები თურ­ქ­ულში შეადგენს სა­ერთო რაოდენობის 95%-ს, რომელთაგან უმრავ­ლესობა, რა თქმა უნდა, ორსიტყვიანია. ქართულ ენაში, ისევე როგ­ორც თურქულში სჭარბობს ზმნური იდიომები, სახე­ლუ­რი (სუბსტა­ნტური) იდიომები კი გაცილებით ნაკლებია. კიდევ უფრო მოკრძა­ლე­ბუ­ლადაა წარმოდგენილი ამ ენებში ზმნი­სართული (ადვერ­ბული) იდიომები. თურქულ იდიომებში მრავლად გვხვდება გაორ­მაგება, ანუ მოვლენა, როცა ერ­თი და იგივე სიტყვა სრულად, უმეტეს შემთხვევაში - ნაწი­ლობ­­რივ მეო­რდება. ზოგიერთ შემ­თხვევაში ასეთი სიტყვები პირდაპირ არ ითარგმ­ნება.

მიუხედავად იმისა, რომ იდიომი სიტყვათა მყარი, უცვლელი ერთობაა, ქარ­თულში, თურქულისგან განსხვავებით, სიტყვათა რიგ­ითობის პრინციპი, ცალკეულ შემთხვევებში, ირღვევა. სიტყ­ვათა ჩანაცვლება და რედუქცია-გავრცობა კი შეინიშნება როგორც ქართ­ულ, ისე თურქულ ენაშიც, რაც ამ ენების ბუნე­ბიდან უნდა გამომ­დინარეობდეს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ უმეტეს შემთ­ხვევაში რთული დასადგენია ხოლმე, თუ იდიომის რომელი ფორმაა ამოსა­ვალი - რედუქცი­რებული თუ გავრცობილი.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ანა ახალაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი

 

დოქტორანტი

ელ. ფოსტა : aakhaladze@cu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 577 30 41 30

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-10-05

როგორ უნდა ციტირება

ახალაძე ანა. 2021. “საერთო სემანტიკის მქონე ქართულ და თურქულ იდიომთა სტრუქტურა”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):180-90. https://doi.org/10.48614/hos.4.2021.180-190.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა