თურქული ელემენტები ლაზურ და კლარჯულ მეტყველებაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.1.2018.2811საკვანძო სიტყვები:
ლაზური და კლარჯული მეტყველებაანოტაცია
თურქეთის ტერიტორიაზე ართვინის ვილაეთსა და შავიზღვის სანაპირო ზოლში მცხოვრები ლაზები და ქართველები ქართული მეცნიერული კვლევის ობიექტი ხშირად ხდება.
ეს რეგიონი მჭიდროდ არის დასახლებული ძირძველი ქართველებითა და ლაზური მოსახლეობით. მათ დღემდე შემოინახეს მათი ენა და ტრადიციები. ისინი ისტორიული ბედის წერის შედეგად თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში აღმოჩნდნენ, რამაც გამოიწვია საკომუნიკაციო ორი ენის გამოყენება - თურქულის, როგორც ამ ქვეყნის სახელმწიფო ენისა და ასევე ქართულისა და ლაზურის, როგორც მშობლიურის.