ლაზები აჭარაში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ეთნოკულტურული ასპექტები)
DOI:
https://doi.org/10.48614/hos.4.2021.155-179საკვანძო სიტყვები:
ლაზები, აჭარა, ეთნოგრაფიაანოტაცია
ლაზები აჭარაში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ეთნოკულტურული ასპექტები)“ - მიზანი და ამოცანაა გააცნოს მკითხველს აჭარაში მცხოვრებ ლაზთა ტრადიციული ყოფის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ეთნოკულტურული ასპექტები. ნაშრომში, საველე-ეთნოგრაფიული მასალებისა თუ წერილობით წყაროებთან შედარების მეშვეობით, გაანალიზებულია აჭარაში მცხოვრებ ლაზთა მატერიალური თუ სულიერი კულტურის და, საერთოდ, ტრადიციული ყოფის სხვადასხვა ასპექტი. კერძოდ, დასახლების გეოგრაფიული არეალი, სტრუქტურა, სოფლის ტოპონიმიკა და ისტორია, ლაზური სახლის ეთნოგრაფიული თავისებურება. გაანალიზებულია ლაზური სამზარეულოს სპეციფიკა და თევზის განსაკუთრებული ადგილი ლაზურ სამზარეულოში.
ნაშრომი ძირითადად აგებულია საველე კვლევაზე, რომელიც ჩემს სოფელ - სარფში ჩავატარე. საველე კვლევების განმავლობაში შევხვდი სოფლის უხუცესებს, რომლებთანაც მქონდა საუბარი ჩემი საკვლევი საკითხების ირგვლივ და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით შევასრულე თემა. ნაშრომში მაქვს გამოყენებული მდიდარი ვიზუალური მასალა, რაც ერთხელ კიდევ გვარწმუნებს, რომ ეთნოლოგიური კვლევის პროცესში სათანადო ილუსტრაციების ჩართვა, საინტერესო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .