თურქულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლისას, ქართველთა მიერ დაშვებული საერთო შეცდომები და აღმოფხვრის გზები

ავტორები

  • ზეინაბ ახვლედიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-1099-0955

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7363

საკვანძო სიტყვები:

მეორე ენის შესწავლა, საერთო შეცდომები, სხვა ენების გავლენა, კომუნიკაციის ხელისშემშლელი ფაქტორები, შეპირისპირებითი სწავლება

ანოტაცია

პირველ უცხოურ ენად წოდებული ინგლისურის კვალდაკვალ, მეორე უცხო ენის შესწავლამ არჩევით საგნებს შორის მეტად ხშირი სახე მიიღო. თუკი აქამდე მეორე უცხო ენის არჩევისას უპირატესობა ევროპულ ენებს ენიჭებოდა, ბოლო წლებში, თურქეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების საფუძველზე, მეორე ენებს შორის თურქულის ენის არჩევამ პრიორიტეტული ადგილი დაიჭირა.
ენის შესწავლა რთული და მრავალმხრივი პროცესია. ამ პროცესში ენის შემსწავლელის მიერ შეცდომების დაშვება პროცესის განუყრელი და ბუნებრივი ნაწილია. შეცდომის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი სახის. შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც მშობლიური ენის ან ნებისმიერი უცხო ენის გავლენით, ასევე სასწავლო პროცესის არასწორი წარმართვით. როგორც ანკეტურმა კვლევამ გვიჩვენა, მიუხედავად ენის შესწავლის დღევანდელი შესაძლებლობებისა, რომელიც ენის შესწავლისადმი ძველებური გრამატიკულ-მთარგმნელობითი მიდგომის სერიოზულ ალტერნატივას წარმოადგენს, დღემდე აღმოუფხვრელი რჩება რიგი პრობლემები, რომელიც უცხო ენაზე კომუნიკაციის ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება. ჩემი კვლევის საგანს ენის შესწავლის და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების თანამედროვე შესაძლებლობების ფონზე, ანკეტური კვლევის საფუძველზე, არჩევით საგნებში თურქულის, როგორც მეორე ენის შემსწავლელ ქართველთა მიერ ყველაზე ხშირად დაშვებულ, საერთო შეცდომებზე მსჯელობა და შესაძლო აღმომფხვრელ გზებზე ორიენტირება წარმოადგენს. კვლევის სამიზნე დონედ არჩეული იქნა A2, ანუ ელემანტარული დონე, მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის არმქონე, არჩევით საგნებში თურქული ენის, როგორც მეორადი ენის შემსწავლელმა 26 სტუდენტმა.
ანკეტური კვლევის შედეგად გამოვლენილმა საერთო შეცდომათა ნათელმა სურათმა შემდეგი ამოცანის წინაშე დაგვაყენა, ენის სწავლებისას პირველ რიგში სხვა გარემო-სასწავლო ფაქტორებთან ერთად აუცილებელია მშობლიურ და შესასწავლ ენათა შეპირისპირებითი სწავლება, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება და ორიენტირება იმ გრამატიკულ-ლექსიკურ ფაქტორებსა და მოსალოდნელ შეცდომებზე, რომელიც ცნობიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი მშობლიური ენის გავლენას უკავშირდება.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ზეინაბ ახვლედიანი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორი,
საქართველო, 6010. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35
+995555007746. zeinab.akhvlediani@bsu.edu.ge
ORCID 0000-0002-1099-0955

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-08

როგორ უნდა ციტირება

ახვლედიანი ზეინაბ. 2023. “თურქულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლისას, ქართველთა მიერ დაშვებული საერთო შეცდომები და აღმოფხვრის გზები”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (2):300-320; 321. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7363.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა