სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭლის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები „რუსუდანიანში“
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6787საკვანძო სიტყვები:
„რუსუდანიანი“, ენათმეცნიერება, დარგობრივი ლექსიკა, ჭურჭელიანოტაცია
„რუსუდანიანი“ ქართული მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლთაგანია, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება. მისი ავტორი უცნობია. ეს საგმირო-სათავგადასავლო თხზულება მეტად საინტერესოა ენობრივი თვალსაზრისით და აღმოსავლური ლექსიკის შესასწავლად უხვ მასალას იძლევა.
ჩვენი ნაშრომიც სწორედ დარგობრივ, კერძოდ, ჭურჭლის აღმნიშვნელ აღმოსავლურ ლექსიკას ეძღვნება. „რუსუდანიანის“ სრულ ტექსტში მოძიებულ ჭურჭლის აღმნიშვნელ ლექსემათა შორის გვხვდება „მათარა“, „მუჯამფარი“ //„მუჯაფარი“ // „მუჯამარი,“ „ოყა“, „ფისოსი“ და „ფიდანი“ რომელიც ფუნქცია-დანიშნულების მიხედვით სხვადასხვა დანიშნულების სპეციალურ დამხმარე ჭურჭელთა ჯგუფში გავაერთიანეთ.
განხილული ლექსიკური ერთეულები, ენათმეცნიერული თვალსაზრისით, საინტერესო სურათს ჰქმნიან. ამ ლექსიკური ერთეულების ფონეტიკური, მორფოლოგიური, სემანტიკური და, ამავე დროს, ისტორიულ-ეტიმოლოგიური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ სიტყვები შემოსულია გარკვეული ფონეტიკური და სემანტიკური ცვლილებებით, რომლებიც ქართული ენის დიალექტებში გვხვდება სხვადასხვა ვარიანტებით.
მათარა არაბულ-სპარსული ლექსიკური ერთეულია. სპარსულში წყლისთვის განკუთვნილი ტყავის ჭურჭელია, რომელსაც მოგზაურები ატარებენ რიტუალური განბანვისათვის. ქართულში დამკვიდრდა სპარსულიდან, ვინაიდან ქართული ფორმა უფრო ახლოსაა სპარსულთან. „რუსუდანიანშიც“ სამგზავრო წყლის ჭურჭლის მნიშვნელობით გხვდება.
მუჯამფარი //მუჯაფარი// მუჯამარი – ლექსემა ქართულ ძეგლებში იგივე მნიშვნელობით გვხვდება როგორც არაბულსპარსულში. სიტყვას სპარსულ ენაშიც სხვადასხვა ფონეტიკური ვარიანტებით ვხვდებით. ის დიდებულებისთავის ლხინში სურნელოვანი ნივთიერებების (ალვა, მუშკი, ამბარი) დასაკმევ ჭურჭელს წარმოადგენს.
„რუსუდანიანში“ ოყა ჭურჭლის აღსანიშნავი ტერმინია და გვხვდება იმ სახლის აღწერისას, სადაც სამედიცინო სითხეები ინახება. როგორც ჩანს, ოყა განეკუთვნება სამედიცინო მიქსტურების სათავსოებს. „რუსუდანიანში“ ფიდანი ფისოსთან ერთად სხვადასხვა
სახის ჭურჭლის ჩამონათვალში სახელდება. კონტექსტის მიხედვით, ფისოსი და ფიდანი სემანტიკურად ერთი რიგის ლექსემები არიან და მნიშვნელობით უახლოვდებიან „სანთელს“. ორივე ლექსემა სპარსული ენიდან დამკვიდრდა ქართულში.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .