ულუჩ ალი ფაშა - ტყვეობიდან ქაფუდან ფაშამდე (იტალიური და თურქული წყაროების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5936საკვანძო სიტყვები:
ულუჩ ალი, ლეპანტოს ბრძოლა, ოსმალეთი XVI საუკუნეში, ზღვაოსნობა ოსმალეთშიანოტაცია
XVI საუკუნის ოსმალეთის იმპერიაში არა მხოლოდ სახმელეთო ძალებს ენიჭებოდა უპირატესობა, არამედ - საზღვაოსაც. ჭაბუკობაში გატაცებული ყმაწვილები, რომლებიც ისლამს იღებდნენ და ოსმალეთის სამხედრო რიგებში ირიცხებოდნენ, მაღალ სამხედრო საზღვაო თანამდებამდეც აღწევდნენ. მათ შორის იყო, ჩვენი კვლევის ობიექტი, ულუჩ ალი, რომელმაც ძალიან საინტერესო და მძიმე გზა გაიარა იმისათვის, რომ ოსმალეთის ფლოტის უმაღლესი თანამდებობისთვის - ქაფუდანობისთვის - მიეღწია.
ქართულ ისტორიოგრაფიაში დაწვრილებით შესწავლილი არ არის ულუჩ ალის, როგორც გამორჩეული ოსმალო მეზღვაურის ცხოვრების ისტორია. ამ ნაშრომზე მუშაობისას, ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ვითვალისწინებდით დასავლურ და აღმოსავლურ ისტორიოგრაფიაში დასახელებულ პიროვნებაზე არსებულ წყაროებს. დასავლური ლიტერატურიდან ვიხელმძღვანელეთ იტალიელი ისტორიკოსების მიერ გამოკვლეული XVI საუკუნიდან მოყოლებული იტალიური წყაროები, რომელთა გამოყენებაც ამ სტატიას შინაარსობრივად ამყარებს. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ვალენტინა ძეკას, ვიტო ტეტის, ჯინო ბენძონის, გუსტავო ვალენტე (რომელსაც ეკუთვნის ულუჩ ალიზე დაწერილი ერთადერთი ბიოგრაფიული ნაშრომი) და ჯონ უოლფი. რაც შეეხება აღმოსავლურ ლიტერატურას, ჩვენ გავეცანით იდრის ბოსთანის, ისმაილ ჰაქი უზუნჩარშილის და იოჰან ვილჰელმ ცინკეისენის ნაშრომებს.
აღსანიშნავია, რომ, იტალიური წყაროები უმეტესწილად ეყრდნობიან როგორც XIX და XX საუკუნის წყაროებს, ასევე ულუჩ ალის თანამედროვეთა გადმოცემებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ თურქულ წყაროებზეც. ყველაზე დიდი შრომა მოითხოვა ამ წყაროების შედარებამ და სინთეზმა, რაც ხშირ შემთხვევაში ერთი კონკრეტული მოვლენის დადგენას გვირთულებდა. ამ ყველაფრის მიზეზი იყო ის, რომ წყაროებში აღწერილი მოვლენები ხშირად არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. აქვე, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ჩვენ ვერ ვანიჭებთ უპორატესობას რომელიმე მათგანს.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .