პაპი პიუს II-ისა და მეჰმედ II-ის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან – Epistola ad Mahomatem (1461)

ავტორები

  • გიორგი ახალკაციშვილი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-4011-0450

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7356

საკვანძო სიტყვები:

ოსმალეთი XV საუკუნეში, პაპი პიუს II, პაპების ურთიერთობა ოსმალეთის იმპერიასთან, სულთანი მეჰმედ II, პიუს II-ის წერილი

ანოტაცია

ქართული ისტორიოგრაფიისთვის უცხო არ არის პაპი პიუს II-ის (ერისკაცობაში-ენეა სილვიო პიკოლომინი, 1405-1464) ოსმალეთთან დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე მისი ანტიოსმალური კოალიციების შექმნისა და კონსტანტინოპოლის ქრისტიანული სამყაროსთვის დასაბრუნებლად ბრძოლის საკითხები. გვაქვს გამოკვლევები ისტორიკოსების: ი. ხუბაშვილის, მ. მახარაძის, მ. სვანიძის, დ. პაიჭაძის და ბ. კვაჭაძის ავტორობით. მაგრამ დღემდე გაუნელებელი დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, ნამდვილად იყო თუ არა რეალური პაპსა და სულთან მეჰმედ II-ს (1444-1446 / 1451-1481) შორის წერილობითი კონტაქტი 1461 წელს. ამასთან დაკავშირებით არსებობს მკვლევართა განსხვავებული მოსაზრებები.
პიუს II-ის, რომელიც ისტორიაში დიპლომატი პაპის სახელით არის ცნობილი, მოღვაწეობა ანტიოსმალური კოალიციების ჩამოყალიბების მცდელობით და კონსტანტინოპოლის ოსმალეთისგან დაბრუნებით გამოირჩევა. პაპის თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელიწადში, 1459 წელს, მან ქალაქ მანტუაში (ჩრდ. იტალია) მოიწვია ევროპელ მმართველთა კრება, სადაც ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ მოძრაობას უნდა ჩაყროდა საფუძველი. პაპის ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ასწლიანი ომისგან (1337-1453) დაუძლურებულ ევროპულ სახელმწიფოებს არ შესწევდათ ოსმალთა იმ დროს საკმაოდ ძლიერი არმიის წინააღმდეგ გაერთიანება. ვინაიდან არ შედგა პიუსის მიერ ჩაფიქრებული ანტიოსმალური ლაშქრობა და პაპს ყველანაირი იმედი გადაეწურა, ამ უკანასკნელმა დიპლომატიის სხვა ხერხს მიმართა და სულთან მეჰმედ II-სთან წერილი გაგზავნა, რომელსაც ნაშრომში განვიხილავთ.
ჩემი დაინტერესება ამ საკითხით გამოიწვია ახალი ევროპული და აღმოსავლური მასალების გაცნობამ, რომელთა გაანალიზების შემდეგ, ვფიქრობ, შევძლებ გარკვეული დასკვნების გაკეთებას 1461 წლის პაპის წერილთან დაკავშირებით.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი ახალკაციშვილი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი,
თბილისი, 0179, ილია ჭავჭავაძის
გამზირი №1. საქართველო,
+995599872431.Georgeakhalkatsishvili@yahoo.com.
Orcid.org/ 0000-0003-4011-0450

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-08

როგორ უნდა ციტირება

ახალკაციშვილი გიორგი. 2023. “პაპი პიუს II-ისა და მეჰმედ II-ის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან – Epistola Ad Mahomatem (1461)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (2):112-35. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7356.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები