აშშ-ის ფაქტორი კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8296საკვანძო სიტყვები:
კანადა, აშშ, ახლო აღმოსავლეთი, ინტერვენცია, ისლამური სახელმწიფოანოტაცია
აღნიშნულ სტატიაში განხილულია შეერთებული შტატების გავლენა კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე. ყურადღება გამახვილებულია კანადის მონაწილეობაზე ისლამური სახელმწიფოს (ISIS), ერაყის და სირიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებზე. ხაზგასმულია, რომ კანადის პოლიტიკა, მათ შორის, ოპერაცია Impact-ში და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობა და მისი წვლილი ISIS-ის წინააღმდეგ გლობალურ კოალიციაში, ხაზს უსვამს ქვეყნის თანხვედრას აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებთან რეგიონში. კვლევა ეფუძნება აშშ-კანადის ურთიერთობებისა და კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შესახებ არსებულ სხვადასხვა წყაროს, მათ შორის, პირველად წყაროებს, კერძოდ პოლიტიკურ დოკუმენტებს, სამხედრო შეთანხმებებს და საჯარო განცხადებებს, რათა გასაგები გახდეს, თუ როგორ ახდენს შეერთებული შტატები გავლენას კანადის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთში.
იმის გამო, რომ შეერთებული შტატები თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის, ნატოსა და გლობალური კოალიციის ცენტრშია, მან გარკვეულწილად შექმნა კანადის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობის კონტექსტი. საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება და ალიანსების მართვა კანადისთვის არაპირდაპირი სარგებლის მიღებად და აშშ-სთან ურთიერთობის კარგ ტონად განიხილებოდა. ორმხრივი ურთიერთობები რეგიონულ სახელმწიფოებთან და მათი სტაბილურობა ასევე იყო ამ ინტერვენციის მნიშვნელოვანი, თუმცა არა მთავარი ფაქტორი.