ტალიბანის დაბრუნება - წინაპირობები და რეგიონულ აქტორთა ინტერესები
DOI:
https://doi.org/10.48614/hos.4.2021.116-141საკვანძო სიტყვები:
ამერიკის შეერთებული შტატები, ტალიბანი, შიდა და რეგიონული აქტორები, ფანჯშერის პროვინციაანოტაცია
სტატიაში განხილული და გაანალიზებულია ავღანეთში დღეს-დღეობით არსებული სიტუაცია. 2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ ქვეყანაში ტალიბების წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია, 20 წლის შემდეგ ამ მოძრაობის დაბრუნებით დასრულდა. შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში არსებული ბოლო ორი დეკადის განმავლობაში 2,26 ტრილიონი დოლარი დახარჯეს ამ ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევბის აღმოფხვრის მიზნით, რომელთა შორისაც იყო ავღანეთის 300 000-იანი არმიის წვრთნა შეიარაღება და ეკიპირება. თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ აღნიშნულმა არმიამ არ ისურვა ტალიბებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამ მოძრაობამ უმოკლეს დროში დაამყარა კონტროლი მთელ ქვეყანასა და დედაქალაქ ქაბულზეც, რაც საბოლოოდ პრეზიდენტ აშრაფ ღანის ქვეყნის დატოვებით დასრულდა და მოგვიანებით დროებითი მთავრობაც დააკომპლეტეს.
სწორედ ამიტომ, მსოფიოს ყურადღება კვლავ მიპყრობილია ავღანეთისკენ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც ამ ქვეყანაში, ისევე მთელ რეგიონში თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე კვლავ გახდება თუ არა ეს ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაციების პოლიგონი ან სხვადასხვა ეთნიკური და კონფესიური ჯგუფბის დაპირისპირების კერა ტალიბების ხელახალი მმართველობის პერიოდში. აქედან გამომდინარე, სტატიის მიზანია, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის დატოვებამდე ავღანეთში არსებული სიტუაციის ხელახლა გააზრება და გაანალიზება.
შესაბამისად, სტატიაში განხილულია ტალიბების დროებითი მთავრობა და მისი წევრების მოკლე მახასიათებლები. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით დაწყებული სამხედრო ძალების გამოყვანის წინაპირობები. ტალიბების, შიდა ავღანური და რეგიონული აქტროების ინტრესები: ტალიბანი, ჰაქანის ქსელი, ხორასანის პროვინციის ისლამური სახელმწიფო, ადგილობრივი ტომების შაიხთა გავლენა დაფაქტორი, ფანჯშერის პროვინციის ფენომენი. ასევე რუსეთი, ჩინეთი, ირანი, პაკისტანი, თურქეთი, კატარი. აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ ტალიბანის ხელში არსებული შეიარაღება და ფინანსების წყაროები. ბოლო ნაწილსა და დასკვნაში ფართოდ გაშლილი და ასახულია ის ძირითადი არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება იყოს როგორც აშშ-ისთვის, ისე ჩამოთვლილი რეგიონული აქტორებისთვის ტალიბანი ავღანეთის კონრტოლის მისაღები ძალა და არის თუ არა ეს მიზეზი ფანჯშერის პროვინციის დაცემის მიზეზი.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .