იაპონიის თვითიზოლაციის დასასრული 1854 წელს და მისი შედეგები
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4067საკვანძო სიტყვები:
იაპონია, აშშ, თვითიზოლაცია, ტოკუგავა, შიოგუნატიანოტაცია
წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება იაპონიის ისტორიის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, კერძოდ, ქვეყნის თვითიზოლაციის დასრულებას 1854 წელს ანუ მის ე. წ. გახსნას აშშ-ს ძალისხმევით და მის შედეგად განვითარებული მოვლენების განხილვას. აღნიშნული საკითხები წარმოჩენილია როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ისე იაპონიის შიდა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შუქზე. ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და იდეოლოგიური ერთიანობის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მმართველი ტოკუგავას ხელისუფლება ჯერ კიდევ XVII საუკუნის დამდეგიდან ანტიდასავლური და ანტიქრისტიანული პოლიტიკის განხორციელებას შეუდგა, რაც საბოლოოდ ქვეყნის დახურვით დაგვირგვინდა. იაპონია თვითიზოლაციაში ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფებოდა - 1639 წლიდან 1854 წლამდე. ამ ხნის მანძილზე მინიმალური ურთიერთობები მას შენარჩუნებული ჰქონდა მეზობელ კორეასთან და ჩინეთთან, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან - მხოლოდ ჰოლანდიასთან.
აშშ-ს დაჟინებული მოთხოვნების შედეგად, 1854 წლის 31 მარტს ქ. კანაგავაში იაპონიასა და აშშ-ს შორის ხელი მოეწერა „მშვიდობისა და მეგობრობის“ პირველ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც აშშ-მ იაპონიაში მთელი რიგი პრივილეგიები მოიპოვა. ამერიკის კვალდაკვალ იაპონიისგან ანალოგიური შეღავათები მოითხოვეს ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა და რუსეთმა. იაპონიაში იმხანად არსებული რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული იყო ქვეყნის სუვერენული უფლებების შემლახავი, კაბალური ხელშეკრულებები მათთანაც გაეფორმებინა. მართალია, იაპონია გაბმული აღმოჩნდა უთანასწორო ხელშეკრულებათა ქსელში, თუმცა ამ შემთხვევაში უმთავრესი ის იყო, რომ ქვეყნის ისტორიის სრულიად ახალი ფურცელი გადაიშალა. ხაზგასასმელია, რომ იაპონია თამამად შეეგება ახალი დროის გამოწვევებს და წარმატებით გაართვა თავი წამოჭრილ დაბრკოლებებს, რის შედეგადაც ის აქტიურად ჩაერთო მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებში. საბოლოო ჯამში, სწორედ იაპონიის გახსნის უშუალო შედეგს წარმოადგენდა ქვეყანაში განვითარებული ინოვაციური პროცესები პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, რომლებიც განხილული და გაანალიზებულია წარმოდგენილ ნაშრომში.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .