იაპონია საოკუპაციო რეჟიმის კონტექსტში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6777საკვანძო სიტყვები:
იაპონია, ოკუპაცია, ამერიკა, იმპერატორი, კონსტიტუციაანოტაცია
წამოდგენილ ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია იაპონიაში მიმდინარე მოვლენები II მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ. კონკრეტულად, ყურადღება ფოკუსირებულია იმ პერიოდზე, როდესაც მოკავშირე სახელმწიფოების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ) გადაწყვეტილებით იაპონია აშშ-ს საოკუპაციო ძალების დაქვემდებარებაში იმყოფებოდა (1945-1952 წწ.). ამ კონტექსტში, უპირველეს ყოვლისა, ხაზგასასმელია, რომ იაპონია უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ომის დასრულებისას: ატომური დაბომბვების შედეგად განადგურებული იყო ქალაქების უმეტესი ნაწილი, საკომუნიკაციო საშუალებები და ტრანსპორტი, დიდი ზარალი განიცადა მრეწველობამ და სოფლის მეურნეობამ. ამ ყველაფერს ზედ ერთვოდა შიმშილობა, ეპიდემიები, ბუნებრივი კატაკლიზმები და სხვა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იაპონიას იმხანად არ ძალუძდა თავად გადაეჭრა ქვეყნის წინაშე წამოჭრილი რთული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პრობლემები. აუცილებელი იყო ქვეყნის მომავალი განვითარების პრინციპულად ახალი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება, რადიკალური ხასიათის რეფორმების გატარება. აღნიშნული მისიის შესრულება დაევალა აშშ-ს საოკუპაციო ძალებს, გენერალ დუგლას მაკარტურის მეთაურობით.
იაპონიაში დამყარებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დასახული იყო კონკრეტული მიზნები, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი: ქვეყნის დემილიტარიზაცია, დემოკრატიული ტენდენციების დამკვიდრება, ეკონომიკის აღორძინება, სიტყვის, რწმენისა და აზროვნების თავისუფლების უზრუნველყოფა; ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და პატივისცემა. ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად გარკვეული უარყოფითი მხარეებისა, საერთო ჯამში აშშ-ს საოკუპაციო რეჟიმმა პოზიტიური როლი შეასრულა იაპონიის ისტორიაში. წარმატებით განხორციელდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც მეტად დროული და აუცილებელი იყო იმხანად იაპონიისათვის. ეს ნათლად გამოვლინდა საოკუპაციო რეჟიმის დასრულების შემდგომ, როდესაც პოლიტიკური თავისუფლების მოპოვების შედეგად, იაპონიამ გიგანტური ნახტომით და აღმასვლით დაიწყო განვითარება.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .