ისრაელის მუსლიმთა ფონზე აღქმული პალესტინა-ისრაელის კრიზისის მიზეზები
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7358საკვანძო სიტყვები:
ისრაელი, მუსლიმები, ბედუინები, დრუზები, ჩერქეზებიანოტაცია
ზოგადად პალესტინელ არაბთა და ისრაელის დაპირისპირების მიზეზებს უამრავი სტატია, მონოგრაფია, დისერტაცია, სამეცნიერო კონფერენცია აქვს მიძღვნილი და საკითხის კვლევა თავის სირთულითა და კომპლექსურობით კვლავაც გაგრძელდება. ჰამასის მიერ განხორციელებულმა შეტევამ კიდევ ერთხელ მიიქცია მსოფლიო საზოგადოების და დარგის სპეციალისტთა ყურადღება. დატრიალებული ტრაგედია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში პალესტინელთა მხარდაჭერის მოტივით გამართულმა უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქციებმა მოიცვა. რიგ ქვეყნებში მოხდა საზოგადოების ორად გახლეჩა და დაპირისპირება, სადაც ერთი მხარე ისრაელის მიერ განხორციელებულ სრულიად კანონიერ სამხედრო მოქმედებებს უჭერდა მხარს, მეორე მხარე გარდა უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან აცილების მოთხოვნისა, პალესტინელი არაბების მიმართ განხორციელებულ მუდმივ ჩაგვრაზე აპელირებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ისტორია საკმაოდ მდიდარია პალესტინელი არაბებისა და ებრაელების მშვიდობიანი
თანაცხოვრების მაგალითებით, არა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში, ხშირად აკადემიურ წრეებშიც ხშირად ვაწყდებით მსჯელობასა და თეორიას პალესტინელი არაბებისა და ებრაელების შეუთავსებლობის შესახებ, რაც თავის
მხრივ გამყარებულია დემოგრაფიული, ეკონომიკური და კონფესიური მიზეზების განხილვით. ამ მოსაზრებას ცალსახად ვერ გავიზიარებთ და სტატიის მიზანია ამჯერად შეძლებისდაგვარად პასუხი გასცეს იმ კითხვას, რეალურად არსებობს თუ არა გადაულახავი ანტაგონიზმი ისრაელში მუსლიმურ თემებსა და სახელმწიფოს შორის. სად გადის მთავარი წყალგამყოფი უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის ურთიერთობაში და გარდა უკვე განხილული და შესწავლილი მიზეზებისა, დამატებით რა ფაქტორები უწყობს ხელს ისლამისტური ექსტრემიზმის გაღვივებას და ასევე რა პირობებში ხდება მუსლიმების მშვიდობიანი თანაცხოვრება და ინტეგრაცია ისრაელში.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .