ყურანში ამკრძალავი და აკრძალული აიების გაგებისთვის

ავტორები

  • აბესალომ ასლანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0005-8925-6129

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7830

საკვანძო სიტყვები:

ისლამი, ყურანი, აია, ამკრძალავი და აკრძა ლული, ალლაჰი, მუჰამმადი

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში ისლამის ფაქტორის ზრდის ფონზე, ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება ყველა მუსლიმ­თ­ათვის წმინდა წიგნის - ყურანის ტექსტიდან ცალკეული ადგილ­ების ციტირება და შესაბამისად, სასურველი იდეის დასაბუთება. სხვადასხვა პიროვნებები, ჯგუფები თუ პოლიტიკური პარტიები თვიანთი მოსაზრებების გამყარებას ცდილობენ ყურანის ტექს­ტის დამოწმებით. ამ დროს ხშირად ხდება ისეთ აიებზე აპელ­ირება, რომლებიც ძალადაგარგულად, ანუ გაუქმებულად ითვ­ლება, თუმცა, ყურანის ტექსტში არის. მუსლიმური ტრადიციით ყურანი მუსლიმთათვის ღმერთისგან გარდმოვლენილი წიგნია და მასში არცერთი სიტყვა არაა ჩამატებული ადამიანების მიერ, მასში არ შეიძლება რაიმე ცვლილების შეტანა - დამატება ან ამო­ღება. სწორედ აქედან გამომდინარე, პრობლემურია, რომ ბევრი, განსაკუთრებით პოლიტიკურად ანგაჟირებული მუსლი­მი­სთვის არ შეიძლება ყურანში იყოს ძალადაკარგული, ანუ გაუქმებული აიები. ამ დროს თვით წინასწარმეტყველ მუჰამმადს უხდებოდა ამა თუ იმ აიას დამატებითი განმარტება, ან მითითება იმაზე, რომ გარდმოვლენილ გამოცხადებებში ცვლილებები თვით ალლ­აჰიდანაა.

მუსლიმურმა ღვთისმეტყველებამ მუჰამმადის გარდაც­ვა­ლ­ების შემდეგ ეტაპობრივად შექმნა თეორია აიების გაუქმების შესახებ (ნასიხ ვა მანსუხ), რომელიც აქტუალობას ინარჩუნებს თანამედროვე ეტაპზეც, განსაკუთრებით იმ კუთხით, როდესაც საკითხი ეხება წმინდა ომს (ჯიჰადი), მუსლიმების ურთიე­რთო­ბას სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან და ა. შ. სწორედ აქედან გამომდინარე, ყურანში ამკრძალავ და აკრძალული აიების შესა­ხებ ცოდნა აუცილებელია როგორც მუსლიმთათვის, ისე არამუ­სლიმებისთვის. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყურანში ზოგ­იერთი იდეა თუ შეგონება მოცემულია დროებითი სარგე­ბლობისთვის და შემდგომში, როცა საჭიროებანი იცვლება, იცვ­ლება (უქმდება) მოცემული აიაც. ამიტომაც, ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას თუ ვახდენთ ყურანის ტექსტის ციტირებას, უპი­რველესად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა დროსა და სიტ­უაციაში იქნა გარდმოვლენილი ესა თუ ის აია და რამდენად უნი­ვერსალური იდეაა მასში გადმოცემული. სწორედ აღნიშნ­ული საკითხების შესწავლას ეხება წინამდებარე სტატია.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

აბესალომ ასლანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფიის დოქტორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტი. საქართველო,6010. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35.
+995 577 999 860. a.aslanidze@bsu.edu.ge
https://orcid.org/0009-0005-8925-6129

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-16

როგორ უნდა ციტირება

ასლანიძე აბესალომ. 2024. “ყურანში ამკრძალავი და აკრძალული აიების გაგებისთვის”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (1):471-82. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7830.

გამოცემა

სექცია

ფილოსოფია, კულტურა, სოციოლოგია