როგორ მოასწავებს ახალ ერას ახლო აღმოსავლეთში „აბრაამის შეთანხმებები“
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7819საკვანძო სიტყვები:
აბრაამის შეთანხმემები, ახლო აღმოსავ- ლეთის კონფლიქტი, ისრაელი, არაბული ქვეყნები, აშშანოტაცია
ნაშრომი ეძღვნება ძალიან საინტერესო თემას, „აბრაამის შეთანხმებების“ მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და მომავლისთვის.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით და ძალისხმევით მოხდა ისრაელის მიერ ისტორიული და უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო შეთანხმებების დადება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინთან, რომლებსაც უწოდეს „აბრაამის შეთანხმებები“, სამი ძირითადი მონოთეისტური რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის მამამთავრის და პატრიარქის აბრაამის საპატივცემულოდ.
1979 წლის ეგვიპტე-ისრაელის და 1994 წლის იორდანია-ისრაელის სამშვიდობო შეთანხმებების დადების შემდეგ, ასეთი მნიშვნელოვანი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბავი ახლო აღმოსავლეთში, ალბათ არასოდეს მომხდარა. „აბრაამის შეთანხმებები“ სამი სახელმწიფოს შეგნებული და მტკიცე გადაწყვეტილებაა განხეთქილებიდან გადავიდნენ წარმატებულ ჩართულობაზე. ამის შემდეგ, ისრაელთან ურთიერთობები დაამყარა მაროკომ, ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო სუდანთან.
მიუხედავად ისრაელ-„ჰამასის“ ახალი კონფლიქტის დაწყებისა, რამაც დროებით შეაფერხა სამშვიდობო ინიციატივები ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზება სხვა არაბულ ქვეყნებთან შეუქცევადი პროცესი იქნება.