„რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8272საკვანძო სიტყვები:
რელიგიები, რეპრესიები, სასულიერო პირები, საბჭოთა საქართველოანოტაცია
ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტის (NFR-22-21090) - „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)“ მიმოხილვას, რომელიც ხორციელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით.
რეპრესირებულ პირთა ბედი გვიჩვენებს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვა საბჭოთა კავშირის იმპერიულ გადაწყვეტილებებს რიგითი ადამიანებისთვის. საბჭოთა რეპრესიების საკითხი ერთ-ერთი შეუსწავლელი სფეროა არა მარტო ქართულ, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამეცნიერო ლიტერატურაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ათასობით რეპრესირებულ სასულიერო პირთა საქმეები, რომელიც სხვადასხვა არქივშია დაცული. თემა ითვალისწინებს მკვლევართა ჯგუფის მიერ საქართველოში საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წლებში) რელიგიური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების და რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშუქებას. საქართველოს ანექსიის (1921 წ.) შემდეგ, აქტიურად დაიწყო „წითელი ტერორი“ და ათეისტური რელიგიური პოლიტიკის გატარება იმ პერიოდში მოღვაწე ყველა დენომინაციის წინააღმდეგ: დაიხურა ასობით საკულტო ნაგებობა, რელიგიური სკოლები, განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხური-სამოციქულო, ქრისტიანულ-პროტესტანტული, სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების, ასევე იუდეური, ისლამური თემების სასულიერო პირების რელიგიური მოტივებით დევნა. სასულიერო პირთა დევნის საფუძვლად იყენებდნენ მათ ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა სახის ბრალდებას. დამუშავებული იქნა იმ სასულიერო პირთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სასჯელის სამი კატეგორიით იქნენ დასჯილნი - დახვრეტილები, პატიმრობამისჯილები და გადასახლებულები.
მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: ზვიად ტყაბლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, აბესალომ ასლანიძე, მარინე მაზმიშვილი, დავით დავითაშვილი, ბადრი ჩერქეზიშვილი, ლალი ეხვაია.