„თურქი-მესხების“ დეპორტაციის წანამძღვრები და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7799საკვანძო სიტყვები:
თურქი-მესხები, დეპორტაცია, მესხთა რეპატრიაცია, ერთმორწმუნე რუსეთი, სომეხ-რუსთა აგენტურა, შურისგების სურვილიანოტაცია
ნაშრომში განხილულია ე. წ. თურქი-მესხების დეპორტაციის პირობების შესამზადებლად რუსეთის კოლონიური პოლიტიკის (როგორც იმპერიის, ისე საბჭოთა) მიერ გატარებული ის ღონისძიებანი, რომელთაც მესხეთის მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოსა და ქართველობის მოძულე მანქურთებად და ქართული სახელმწიფოს უბოროტეს მტრებად უნდა ექციათ.
მასში მოკლედ არის გადმოცემული აღნიშნული რეგიონის მოსახლეობის მდგომარეობა ოსმალთა ბატონობის პერიოდში, შემდეგ კი აქ შექმნილი ვითარება რუსეთის ამიერკავკასიაში და კერძოდ საქართველოში დამკვიდრების დროს. 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის გამარჯვების შედეგად აქ შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა - კავკასიაში ქართული ელემენტის შესუსტების მიზნით გატარებული სპეციალური ღონისძიებანი. აღნიშნულია, „მფარველად“ მოსულმა რუსეთმა ისეთ დღეში ჩააგდო ქართველობა, რომ მის წინააღმდეგ არაერთი აჯანყება მოხდა. მდგომარეობა არ შეცვლილა საბჭოთა პერიოდშიც, პირიქით, იგი კიდევ უფრო დამძიმდა და სრულად დაექვემდებარა რეგიონში საბჭოთა სახელმწიფოს ვერაგულ მიზნებს, რომლის საბოლოო შედეგი იქედან ქართველი მუსლიმანი მოსახლეობის დეპორტაცია იყო. მხილებულია ამ საქმეში სომხების როლი და ქართველებისაგან თითქმის დაცლილ ადგილების მათგან მითვისების მცდელობა.
აქვე აღნიშნულია, რომ ცნობილი რუსი ადამიანის უფლებათა და სამართალ დამცველის, ნობელის პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ძალისხმევით, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს, მესხები თურქებად მოინათლნენ და მათ მიმართ დამკვიდრდა ტერმინი „თურქი-მესხები“. რასაც მოყვა ქართველი უფლებადამცველის, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სათანადო პასუხი ჭეშმარიტი ისტორიისა და მათი ნამდვილი ქართული წარმოშობის ახსნით და ანდრეი სახაროვისაგან საკუთარი შეცდომის აღიარება
ამავე სტატიაში მოცემულია ანდრეი სახაროვის წიგნზე - „ქვეყნისა და მსოფლიოს შესახებ“ მერაბ კოსტავას მიერ გამოთქმული საგულისხმო მოსაზრებანი სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც სრულად ეხმიანება მსოფლიოს თანამედროვე მდგომარეობას.