ქურთოლოგია: მიღწევები და პრობლემები საქართველოს მაგალითზე

ავტორები

  • ბუხუტი სიჭინავა საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი https://orcid.org/0000-0003-1006-3323

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7357

საკვანძო სიტყვები:

ქურთოლოგია, ქურთმცოდენობა, ქურთული კვლევები, ქურთების საკითხი, აღმოსავლეთმცოდნეობა

ანოტაცია

ქურთოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინას, მრავალწლიანი ისტორია აქვს, რასაც სხვადასხვა პერიოდში მრავალი მეცნიერისა თუ მკვლევრის მიერ შექმნილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის არსებობა ადასტურებს. ქართული ქურთოლოგია, რომელსაც აგრეთვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს. სწორედ ამ პერიოდში სხვადასხვა ავტორების მიერ შეიქმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ გამორჩეული ადგილი უჭირავს ალბერტ მენთეშაშვილის შრომებს, რომელმაც ქურთოლოგია ახალ საფეხურზე აიყვანა. მის მიერ შექმნილი მონოგრაფიული გამოკვლევები და ცალკეული სამეცნიერო სტატიები დღემდე იკავებს გამორჩეულ ადგილს ქურთულ კვლევებში.
წინამდებარე სტატია, ერთი მხრივ, წარმოადგენს ერთგვარ მცდელობას წარმოაჩინოს ქურთოლოოგის მიმართულებით დაგროვებული ცოდნა საბჭოთა საქართველოს პერიოდში, ხოლო, მეორე მხრივ, თემატიკით დაინტერესებულ პირებს გააცნოს ქურთების საკითხის შესწავლით დაკავებული მეცნიერ-მკვლევრები და მათი სამეცნიერო ნაშრომის შედეგები, ასევე თანამედროვე საქართველოში ქურთოლოგიის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. წინამდებარე სტატიის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში თანამედროვე ქურთული კვლევები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქურთი ხალხის ისტორიის, კულტურის, ენის ან რელიგიის საკითხების შესწავლით, რასაც 2020 და 2023 წელს დაცული დისერტაციები ადასტურებს, სადაც სადისერტაციო ნაშრომის ავტორები ქურთების საკითხს პოლიტიკურ და სამართლებრივ პრიზმაში განიხილავენ. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ქურთულმა კვლევებმა ახალი სამეცნიერო არეალის ათვისება დაიწყო და ამით მანამდე არსებული ინტერდისციპლინური მიდგომის მასშტაბი კიდევ უფრო გააფართოვა.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ბუხუტი სიჭინავა, საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მეცნიერ-მკვლევარი,

საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი.
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას I კვტ.
კორპ. N13, 0177, საქართველო. +995599119050.
bukhuti.sitchinava@ciprf.ge
ORCID: 0000-0003-1006-3323

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-08

როგორ უნდა ციტირება

სიჭინავა ბუხუტი. 2023. “ქურთოლოგია: მიღწევები და პრობლემები საქართველოს მაგალითზე”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (2):156-70. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7357.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა