ქურთოლოგია: მიღწევები და პრობლემები საქართველოს მაგალითზე
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7357საკვანძო სიტყვები:
ქურთოლოგია, ქურთმცოდენობა, ქურთული კვლევები, ქურთების საკითხი, აღმოსავლეთმცოდნეობაანოტაცია
ქურთოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინას, მრავალწლიანი ისტორია აქვს, რასაც სხვადასხვა პერიოდში მრავალი მეცნიერისა თუ მკვლევრის მიერ შექმნილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის არსებობა ადასტურებს. ქართული ქურთოლოგია, რომელსაც აგრეთვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს. სწორედ ამ პერიოდში სხვადასხვა ავტორების მიერ შეიქმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ გამორჩეული ადგილი უჭირავს ალბერტ მენთეშაშვილის შრომებს, რომელმაც ქურთოლოგია ახალ საფეხურზე აიყვანა. მის მიერ შექმნილი მონოგრაფიული გამოკვლევები და ცალკეული სამეცნიერო სტატიები დღემდე იკავებს გამორჩეულ ადგილს ქურთულ კვლევებში.
წინამდებარე სტატია, ერთი მხრივ, წარმოადგენს ერთგვარ მცდელობას წარმოაჩინოს ქურთოლოოგის მიმართულებით დაგროვებული ცოდნა საბჭოთა საქართველოს პერიოდში, ხოლო, მეორე მხრივ, თემატიკით დაინტერესებულ პირებს გააცნოს ქურთების საკითხის შესწავლით დაკავებული მეცნიერ-მკვლევრები და მათი სამეცნიერო ნაშრომის შედეგები, ასევე თანამედროვე საქართველოში ქურთოლოგიის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. წინამდებარე სტატიის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში თანამედროვე ქურთული კვლევები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქურთი ხალხის ისტორიის, კულტურის, ენის ან რელიგიის საკითხების შესწავლით, რასაც 2020 და 2023 წელს დაცული დისერტაციები ადასტურებს, სადაც სადისერტაციო ნაშრომის ავტორები ქურთების საკითხს პოლიტიკურ და სამართლებრივ პრიზმაში განიხილავენ. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ქურთულმა კვლევებმა ახალი სამეცნიერო არეალის ათვისება დაიწყო და ამით მანამდე არსებული ინტერდისციპლინური მიდგომის მასშტაბი კიდევ უფრო გააფართოვა.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .