ჩინეთისადმი დამოკიდებულების ცვლილება ოცდამეერთე საუკუნის რუსულ მედიასივრცეში

ავტორები

  • დავით ანდღულაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი https://orcid.org/0000-0002-4899-0096

DOI:

https://doi.org/10.48614/hos.4.2021.60-75

საკვანძო სიტყვები:

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები, სი ძინფინგი, ჩინეთის მედიაკორპორაცია

ანოტაცია

სტატია ეხება თანამედროვე მსოფლიოს ორი დიდი სახელმ­წიფოს - რუსეთისა და ჩინეთის - ურთიერთ მიმართებას ოცდამ­ეერ­თე საუკუნეში, კერძოდ, რუსულ მედიასივრცეში ჩინეთის პოზიტიურ აღქმას, რაც, ბოლოწლების განმავლობაში, ერთგვარ ტრენდად იქცა, რასაც, ბუნებრივია, თავისი მიზეზები და მიზ­ნები გააჩნია.

როგორც ცნობილია, მედია დიდ გავლენას ახდენს საზოგად­ოებრივი ცნობიერების, სტერეოტიპების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, შესაბამისად, მედიასივრცის კონტროლი, გარკ­ვე­ულწილად, საზოგადოებრივი აზრის კონტროლსაც ნიშნავს. ასეთი ტიპის  კონტროლის შესაძლებლობები მით უფრო დიდია, რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია ქვეყანა. ასეთ ქვეყნებში, მედიაზე კონტროლის გამკაცრება შეიძლება განპირობებული იყოს ბევრი ფაქტორით - პოლიტიკურით, ეკონომიკურით, კულ­ტუ­რულით და ა.შ.

თანამედროვე რუსეთმა თავი ბევრი მიმართულებით რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა. დასავლეთის მიერ ინიცირებული სან­ქც­იები უბიძგებს რუსეთის ხელისუფლებას აღმოსავლეთ­ისაკენ, კერძოდ კი, ჩინეთისაკენ. ბოლო ათლწულის განმავლობაში მოს­კოვსა და პეკინს  შორის კავშირი უპრეცედენტოდ მჭიდროა, რის გამართლებასაც სპეციალური კამპანია სჭირდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, სადაც მოსახლეობის და პოლიტიკური ელი­ტების ჩინეთისადმი დამოკიდებულება, ტრადიციულად ფრთ­ხილი და ნეგატიურია. აღმოსავლური გეზის გასამართ­ლებლად რუსულ მედიასივრცეში ინტენსიურად ხდება ჩინური კულ­ტურის, ენის, ეკონომიკური წარმატების, პოლიტიკური მოწყო­ბის და ა.შ. პოპულარიზება, შექმნილია სპეციალური საინფო­რმაციო აპლიკაციებიც კი.

სტატიაში განხილული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონო­მიკური ურთიერთობების ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე, რუსეთის დამოკი­დებულება ჩინეთზე სულ უფრო მეტად იზრდება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ჩინეთის პოზიტიური როლის ზრდას რუსულ მედიასივრცეში.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

დავით ანდღულაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ისტორიის მიმართულების დოქტორანტი

ელ.ფოსტა : davit.andguladze230@hum.tsu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 555 45 01 01

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-10-05

როგორ უნდა ციტირება

ანდღულაძე დავით. 2021. “ჩინეთისადმი დამოკიდებულების ცვლილება ოცდამეერთე საუკუნის რუსულ მედიასივრცეში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):60-75. https://doi.org/10.48614/hos.4.2021.60-75.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა