სასანიანები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში: პეტრას გარნიზონის აღჭურვილობა და მომარაგება

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6788

საკვანძო სიტყვები:

გვიანანტიკური-ადრეშუასაუკუნეები, პეტრა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, ლაზეთის სამეფო, სასანური ირანი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ლაზეთის სამეფოს გვიანანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ერთ-ერთ საკვანძო ციხესიმაგრეში სასანური გარნიზონის ყოფნასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც ცნობილია, პეტრამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიის იმპერიასა და სასანურ ირანს შორის VI საუკუნეში მომხდარ სამხედრო დაპირისპირებაში. ციხისძირში მოპოვებული უკანასკნელი წლების არქეოლოგიური მასალების წერილობით ძეგლებთან ერთად გააზრება ადასტურებს, რომ ბიზანტიელთა მიერ გამაგრებულ ციხე-ქალაქში სასანიური ძალები ლაზეთის დიდი ომის დროს მართლაც იდგა, რაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია პეტრას ციხისძირთან საბოლოო იდენტიფიცირების თვალსაზრისით.

სტატიაში მიმოხილულია ლაზეთის სამეფოში სასანური ირანის სამხედრო და პოლიტიკური ინტერესების ძირითადი საკითხები, პეტრას სამხედრო გარნიზონის შეიარაღება და აღჭურვილობა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სასანური მონეტების გავრცელების ხასიათი და მისი თავისებურებანი.

დადგენილია, რომ დიდი ომის პერიოდში პეტრას ციხესიმაგრეში ირანელთა 10 წლიანი ყოფნა დაკავშირებული იყო გლობალურ საომარ ვითარებასთან და იგი სამხედრო ამოცანის - ლაზეთი-ბიზანტიის სამხედრო-გზის კონტროლს ემსახურებოდა. სასანიანთა პეტრაში გამაგრების ფაქტში არ ჩანს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ასპექტები. გამოიკვეთა, რომ რეგიონში სასანური მონეტების მიმოქცევა ძირითადად დაკავშირებული იყო გარნიზონისათვის ჯამაგირის გაცემასთან და იგი ნაკლებად იყო გამოყენებული ადგილობრივ მოსახლეობასთან სავაჭრო ურთიერთობისათვის.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

თამაზ დარჩიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ბათუმი, საქართველო, 0610, რუსთაველის/ნინოშვილის ქ.32/35, +995 577-27-26-33. t.darchidze@bsu.edu.ge;
ORCID ID 0000-0003-1835-941X

ნიკა ხოფერია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; GIPA

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი. თბილისი, საქართველო, 0162, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი3/5, +995 591-60-06-64. nika.khoperia.1@iliauni.edu.ge
ORCID ID 0000-0002-3076-965X

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-23

როგორ უნდა ციტირება

დარჩიძე თამაზ, and ხოფერია ნიკა. 2023. “სასანიანები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში: პეტრას გარნიზონის აღჭურვილობა და მომარაგება”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (1):223-48. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6788.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : არქეოლოგია, ეთნოლოგია