სასანიანები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში: პეტრას გარნიზონის აღჭურვილობა და მომარაგება
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6788საკვანძო სიტყვები:
გვიანანტიკური-ადრეშუასაუკუნეები, პეტრა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, ლაზეთის სამეფო, სასანური ირანიანოტაცია
სტატიაში განხილულია ლაზეთის სამეფოს გვიანანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ერთ-ერთ საკვანძო ციხესიმაგრეში სასანური გარნიზონის ყოფნასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც ცნობილია, პეტრამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიის იმპერიასა და სასანურ ირანს შორის VI საუკუნეში მომხდარ სამხედრო დაპირისპირებაში. ციხისძირში მოპოვებული უკანასკნელი წლების არქეოლოგიური მასალების წერილობით ძეგლებთან ერთად გააზრება ადასტურებს, რომ ბიზანტიელთა მიერ გამაგრებულ ციხე-ქალაქში სასანიური ძალები ლაზეთის დიდი ომის დროს მართლაც იდგა, რაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია პეტრას ციხისძირთან საბოლოო იდენტიფიცირების თვალსაზრისით.
სტატიაში მიმოხილულია ლაზეთის სამეფოში სასანური ირანის სამხედრო და პოლიტიკური ინტერესების ძირითადი საკითხები, პეტრას სამხედრო გარნიზონის შეიარაღება და აღჭურვილობა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სასანური მონეტების გავრცელების ხასიათი და მისი თავისებურებანი.
დადგენილია, რომ დიდი ომის პერიოდში პეტრას ციხესიმაგრეში ირანელთა 10 წლიანი ყოფნა დაკავშირებული იყო გლობალურ საომარ ვითარებასთან და იგი სამხედრო ამოცანის - ლაზეთი-ბიზანტიის სამხედრო-გზის კონტროლს ემსახურებოდა. სასანიანთა პეტრაში გამაგრების ფაქტში არ ჩანს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ასპექტები. გამოიკვეთა, რომ რეგიონში სასანური მონეტების მიმოქცევა ძირითადად დაკავშირებული იყო გარნიზონისათვის ჯამაგირის გაცემასთან და იგი ნაკლებად იყო გამოყენებული ადგილობრივ მოსახლეობასთან სავაჭრო ურთიერთობისათვის.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .