დისკურსი: ბუნება/ადამიანი ე. შაფაქის ერთი რომანის მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11628საკვანძო სიტყვები:
შაფაქი, ვაჟა-ფშაველა, ლეღვის ხე, ხმელი წიფელი, ბუნებაანოტაცია
საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობის ინტელექტუალური სამყარო ინტერესდებოდა ბუნებისა და ადამიანის ურთიერთკავშირისა თუ ზემოქმედების კარდინალური საკითხებით. ეს გრძელდებოდა და განსხვავებულ, ურთიერთ-საპირისპირო შეხედულებებით ყალიბდებოდა ბოლო სამი საუკუნის არეალში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული აღნიშნულ თემას საოცარი განვითარება მისცა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ (1861-1915) (თავის დროზე ვერ ითარგმნა მისი ნააზრევი ევროპულ თუ აზიურ ენებზე), თუმცა მისგან დამოუკიდებლად XXI საუკუნეში შესანიშნავი თურქი მწერალი ქალი (თურქულ და ინგლისურენოვანი) ელიფ შაფაქი (1971) ახლებურად იწყებს ბუნებასთან ადამიანის მიმართულების საკითხის კვლევას ახალ რომანში „გამქრალი ხეების კუნძული“ („The Island of missing Tress“, რაც წარმოდგენილი იქნება წინამდებარე სტატიაში), სოლიდური სამეცნიერო კვლევების შესახებ არსებული ლიტერატურის გამოყენებითა და ფანტაზიით ელიფ შაფაქი ცდილობს ერთი საკრალური ხის, ლეღვის ხისა, და ადამიანების ურთიერთობის მაგალითზე გაშალოს მსოფლიოს სადღეისო პრობლემა - იძულებითი მიგრაციის ერთი კუნძულის ტერიტორიაზე მცხოვრებთა დაპირისპირების, სიკვდილის, სიყვარულის, მამა-შვილის მეგობრობისა თუ გაუცხოების საკითხები. რომანის ჟანრში ჩატეული ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირები არიან ადამიანები, მცენარეეები, მწერები, ცხოველები და, იქნება მთელი ბუნებრივი მოვლენები.
თუმცა კვლევის პროცესში ჩვენთვის უცნობი აღმოჩნდა, რამდენად ახლოს დგას ელიფ შაფაქის რომანის სამყარო ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას ნააზრევთან. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნებოდა სამეცნიერო საზოგადოებისათვის მათი შედარებანი და ის საერთო ნიშნები, რაც (ანიმიზმის, ანთროპომორფიზმის, ანტიკური მრავალღმერთიანობის, თანამედროვეობაში გავრცელებული ფუნდამენტური რელიგიების) ფონზე გამოიკვეთა და ცხადყო ერთადერთი ჭეშმარიტება სამყაროსა და ადამიანის, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული არსებობის აუცილებლობაზე, ეს კი ელიფ შაფაქის მრავალმხრივი მწერლური ალღოსა და ოსტატობის გამოხატულებაცაა.

































