ინდური წარმოდგენები ადამიანის პიროვნების შესახებ (ალან უოტსი; კარელ ვერნერი)

ავტორები

  • ვარდო ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0002-1095-3342

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7831

საკვანძო სიტყვები:

ინდოეთის ცივილიზაცია, პიროვნება, ნიღაბი, ბრაჰმანი, ატმანი, ალან უოტსი, კარელ ვერნერი

ანოტაცია

პიროვნებისა და ადამიანისადმი ინტერესი ისეთივე ძვე­ლია, როგორც კაცობრიობის ისტორია. პიროვნების კონცე­პტუა­ლური მნიშვნელობა, გაგება და შესწავლა გლობალურია. პირო­ვნების ცნებასთან, მის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკით­ხები სხვადასხვა მეცნიერების კვლევისა და მსჯელობის საგანია. იგი წარმოადგენს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების კვლევის სფეროს.

ძველ ინდოეთსა და ჩინეთში იბადება და ვითარდება ფილ­ოსოფიური აზრი ადამიანის შესახებ. მის არსებით მახასია­თებ­ლად ითვლება ადამიანის შინაგანი ბუნების, მისი თავის­უფ­ლ­ების ხარისხის, ცხოვრების მიზნისა და აზრის სრულყო­ფილ­ებაზე ორიენტაციის აღება, მაკრო და მიკროკოსმოსის, ბუნებისა და ადამიანის თავდაპირველი ერთიანობისთვის ყურადღების გამახვილება.

ინდური მიდგომა პიროვნების გაგებისა  გამორჩეული პერ­სპექტივის მატარებელია. იგი არსებითად განსხვავდება დასა­ვლ­ური ფილოსოფიური ტრადიციებისგან.

 ალან უოტსი XX საუკუნის ბრიტანელი მწერალი და ფილ­ოსოფოსი, რომელიც დასავლური აზროვნებისთვის ცნობილია, როგორც აღმოსავლური სიბრძნის ინტერპრეტატორი, თვლის, რომ ინდური საზოგადოება  საინტერესო ჩვეულებისა და ტრა­დ­ი­ციის მატარებელია. იგი წიგნში „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ პიროვნებას განიხილავს, როგორც ყოველდ­ღიურ ცხოვრებაში მიღებულ სოციალურ ან დრამატულ ნიღაბს და ცდილობს ამ გზით აჩვენოს პიროვნებისადმი ინდური მიდ­გომის განსაკუთრებულობა.

აღმოსავლეთმცოდნე, რელიგიის ფილოსოფიის მკვლევრის კარელ ვერნერის დაკვირვებითა და დასკვნით ადამიანის პირო­ვნების ბუნება ჯერ კიდევ გაუგებარია. მისი აზრით, პიროვნების გონივრული განმარტება ის არის, რომ იგი რთული სტრუქ­ტუ­რის და რთული დინამიური ფუნქციების შემცველია.

  საბოლოოდ, ორივე მათგანის კვლევებიდან იკვეთება ერთი საერთო დასკვნა, რომ ყველაფრის მხარდამჭერი ძალა, რაც არსებობს ფენომენალურ დონეზე და მათ შორის პიროვნებისაც არის  „ბრაჰმანი“. ბრაჰმანის მიხედვით კი, ადამიანი თავად განს­ა­ზღვრავს, ირჩევს გზას და საშუალებას თავისი სრულ­ყოფ­ილე­ბისა და გადარჩენისთვის. მას არ შეუძლია სამყაროს შეცვლა, მას შეუძლია მხოლოდ თავისი თავის შეცვლა.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ვარდო ბერიძე , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფიის დოქტორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის
ასოცირებული პროფესორი,
საქართველო, 6010. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35
995577145426. vardo.beridze@bsu.edu.ge https://orcid.org/0009-0002-1095-3342

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-16

როგორ უნდა ციტირება

ბერიძე ვარდო. 2024. “ინდური წარმოდგენები ადამიანის პიროვნების შესახებ (ალან უოტსი; კარელ ვერნერი)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (1):486-99. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7831.

გამოცემა

სექცია

ფილოსოფია, კულტურა, სოციოლოგია