ჰალდუნ თანერი (1915-1986) – „ჩუმი ბედნიერებები“
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11630საკვანძო სიტყვები:
პოლკოვნიკი, მუეძინი, მეგობარი, ზღვაანოტაცია
გამოჩენილი თურქი მწერალი ჰალდუნ თანერი თავდგირიძეების არისტოკრატულ ოჯახში 1915 წლის 16 მარტს დაიბადა ქ.სტამბოლში. განათლება გალათასარაის უმაღლეს სკოლაში მიიღო, რომელიც 1935 წელს დაამთავრა. შემდეგ სწავლა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც პოლიტიკას და ეკონომიკას ეუფლებოდა. ავადმყოფობის გამო სწავლა მიატოვა და კვლავ თურქეთში დაბრუნდა, სადაც 1950 წელს გერმანული ლიტერატურისა და ლინგვისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1955-1957 წლებში ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა. ჰალდუნ თანერი არის სხვადასხვა მოთხრობების, ესეების, პიესების და ჟურნალისტური სტატიების ავტორი. ის იუმორისტული ჟანრის მწერლად ითვლება. გარდა მწერლობისა, თანერი მოღვაწეობდა როგორც ჟურნალისტი, სცენარისტი და ლიტერატურის მკვლევარი. მიღებული აქვს პრესტიჟული პრემიები: ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნის პრემია (1954), საით ფაიკის პრემია (1954), მსოფლიო იუმორისტული ფესტივალის პრემია (1969) და ა.შ. ჰალდუნ თანერმა 1967 წელს მათინ აქფინართან, ზექი ალასიასთან და აჰმეთ გიულჰანთან ერთად დააარსა თეატრი „Devekuşu Kabare”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, ბერძნულ, სლოვენურ, შვედურ და ებრაულ ენებზე.
ჰალდუნ თანერი 1986 წლის 7 მაისს სტამბოლში 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

































