კატარი - აშშ-ს ახალი ფორპოსტი ახლო აღმოსავლეთში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9789

საკვანძო სიტყვები:

კატარი, აშშ, ნატო, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

ანოტაცია

ნაშრომი ეძღვნება ძალიან საინტერესო თემას: „კატარი - აშშ-ს ახალი ფორპოსტი ახლო აღმოსავლეთში“.

აშშ-ს ლიდერმა ჯო ბაიდენმა კატარი, NATO-ს ფარგლებს გარეთ (MNNA ან Non-NATO Ally) ამერიკის მთავარ მოკავშირედ გამოაცხადა, რითაც იგი გახდა მესამე ქვეყანა არაბეთის/სპარ­სე­თის ყურის რეგიონში ქუვეითისა და ბაჰრეინის შემდეგ, რომე­ლ­მაც მიაღწია ამ სტატუსს და ერთ-ერთი მსოფლიოს 18 ქვ­ე­ყ­ანას შორის.

MNNA-ს სტატუსი მის მფლობელებს აძლევს მნიშვნ­ელო­ვან სარგებელსა და უპირატესობებს, მათ შორის პრივი­ლეგი­რ­ებულ წვდომას აშშ-ს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებსა და თავდა­ცვის აღჭურვილობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კატარს უკვე ჰქონდა მჭიდრო კავშირები ამერიკასთან, ამ ტიტულის მი­ღება მიუთითებს კატარსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიე­რთ­ობ­ების გაღრმავებისკენ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭი­დრო თანამშრომლობისკენ რეგიონული თუ გლობალური გამო­წვევების გადაჭრის საქმეში.

ზოგიერთი პოლიტიკოსი სკეპტიკურად უყურებს კატარ­ისთვის MNNA-ს სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საამიროს გააჩ­ნია მჭიდრო კავშირები ახლო აღმოსავლეთის არასახელმწიფო აქ­ტ­ორებთან - „ჰამასთან“, „ჰიზბალაჰთან“, „მუსლიმთა საძმო­ს­თან“, ასევე „ტალიბანთან“, რომლებიც კონფლიქტურ ურთი­ერ­თ­ობებში არიან აშშ/დასავლეთთან და ისრაელთან. თუმცა, აღნი­შნული მდგომარეობა კატარს აძლევს საშუალებას პოზიცი­ონი­რდეს, როგორც „მუდმივი შუამავალი“ და მომლაპარაკებელი ზე­მ­ოხსენებულ მხარეებს შორის კონფლიქტის დარეგულირების სა­ქ­მეში. კატარმა, ასევე, საკვანძო როლი შეასრულა აშშ-ს  ჯარ­ე­ბის უსაფრთხო ევაკუაციის საქმეში ავღანეთიდან.   

ყოველივე ზემოხსენებული ხელს უწყობს კატარის თანამშ­რომლობის გაღრმავებას აშშ-სთან, ნატო-სთან და სტატუსის მინ­იჭების შემდეგ ახალ საფეხურზე გადასვლას.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-25

როგორ უნდა ციტირება

ტყაბლაძე ზვიად, and მანჩხაშვილი მაია. 2025. “კატარი - აშშ-ს ახალი ფორპოსტი ახლო აღმოსავლეთში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):82-102; 103. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9789.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.