კატარი - აშშ-ს ახალი ფორპოსტი ახლო აღმოსავლეთში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9789საკვანძო სიტყვები:
კატარი, აშშ, ნატო, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიანოტაცია
ნაშრომი ეძღვნება ძალიან საინტერესო თემას: „კატარი - აშშ-ს ახალი ფორპოსტი ახლო აღმოსავლეთში“.
აშშ-ს ლიდერმა ჯო ბაიდენმა კატარი, NATO-ს ფარგლებს გარეთ (MNNA ან Non-NATO Ally) ამერიკის მთავარ მოკავშირედ გამოაცხადა, რითაც იგი გახდა მესამე ქვეყანა არაბეთის/სპარსეთის ყურის რეგიონში ქუვეითისა და ბაჰრეინის შემდეგ, რომელმაც მიაღწია ამ სტატუსს და ერთ-ერთი მსოფლიოს 18 ქვეყანას შორის.
MNNA-ს სტატუსი მის მფლობელებს აძლევს მნიშვნელოვან სარგებელსა და უპირატესობებს, მათ შორის პრივილეგირებულ წვდომას აშშ-ს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებსა და თავდაცვის აღჭურვილობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კატარს უკვე ჰქონდა მჭიდრო კავშირები ამერიკასთან, ამ ტიტულის მიღება მიუთითებს კატარსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების გადაჭრის საქმეში.
ზოგიერთი პოლიტიკოსი სკეპტიკურად უყურებს კატარისთვის MNNA-ს სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საამიროს გააჩნია მჭიდრო კავშირები ახლო აღმოსავლეთის არასახელმწიფო აქტორებთან - „ჰამასთან“, „ჰიზბალაჰთან“, „მუსლიმთა საძმოსთან“, ასევე „ტალიბანთან“, რომლებიც კონფლიქტურ ურთიერთობებში არიან აშშ/დასავლეთთან და ისრაელთან. თუმცა, აღნიშნული მდგომარეობა კატარს აძლევს საშუალებას პოზიციონირდეს, როგორც „მუდმივი შუამავალი“ და მომლაპარაკებელი ზემოხსენებულ მხარეებს შორის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. კატარმა, ასევე, საკვანძო როლი შეასრულა აშშ-ს ჯარების უსაფრთხო ევაკუაციის საქმეში ავღანეთიდან.
ყოველივე ზემოხსენებული ხელს უწყობს კატარის თანამშრომლობის გაღრმავებას აშშ-სთან, ნატო-სთან და სტატუსის მინიჭების შემდეგ ახალ საფეხურზე გადასვლას.

































