ბსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ იმპაქტ ფაქტორი - 2.012 მიენიჭა
2025-01-16
ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე. ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ აღმოსავლეთმცოდნეობის დარგებში.