ბსუ-ს 2023 წლის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადმიურმა და სამეცნიერო პირებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებულ ღონისძიებაში - „წლის საუკეთესო მიღწევა“. პროფესორმა ემზარ მაკარაძემ, პროფესორმა ირაკლი გორგილაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა თეა ქოიავამ, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უვადო მეცნიერ თანამშრომელმა იზოლდა მაჭუტაძემ და მკვლევარმა ცისნამი ბერიძემ პრეზენტაციები წარადგინეს 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს სამეცნიერო წრეების დაახლოებას, თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას, საზოგადოებაში მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციას.
„წლის საუკეთესო მიღწევის“ ღონისძიებაზე წარდგენილი ბსუ-ს 2023 წლის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები:
- ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი, უვადო მეცნიერი თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე - „გარემოს დაცვის, კლიმატისა და მამოვლისათვის ძალაუფლება ტორფნარებს. 2023 წლის 19-21 სექტემბრის ანტვერპენის დეკლარაცია ევროპარლამენტს“;
- ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი -„აჭარული დიალექტის ლექსიკონი“;
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი ემზარ მაკარაძე - „საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ 2023 წლის მიღწევა“;
- იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი ირაკლი გორგილაძე, ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი, სახელმძღვანელო - „ევროპული ერთობა - იდეა, პოლიტიკა, ინტეგრაცია“;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი თეა ქოიავა - „ნოზოკომიური ინფექციების სპექტრის და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილის შესწავლა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში“.