ახალი ცნობები ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ორი ქალბატონის შესახებ სეფიანთა ირანის სამეფო კარზე ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის თხზულების მიხედვით
(XVII ს-ის პირველი მეოთხედი)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11620საკვანძო სიტყვები:
ფაზლი ბეგ ხუზანი, შაჰ აბასი, ქართველი ქალები, ელენე, ლელა-ელენეანოტაცია
მე-17 საუკუნის ირანელი ისტორიკოსის, ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის ნაშრომი „აფზალ ალ-თავარიხის“ ახლად აღმოჩენილი მე-3 ტომი შაჰ აბას I-ის (1587-1629) მმართველობის პერიოდს ეხება.
როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო, იგი არა მხოლოდ სეფიანთა ირანის (1501–1722) ეპოქის შესწავლისათვისაა ღირებული, არამედ მნიშვნელოვნად ამდიდრებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ისტორიის ზოგად ხედვას. ავტორი, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ფასეულ და დღემდე უცნობ ცნობებს იძლევა საქართველოსა და ქართველების შესახებ.
სტატიაში, ფაზლი ბეგ ხუზანის თხზულების მიხედვით, განხილულია ამ პერიოდის ქართული სამეფო კარის ორი ქართველი ქალის (ლელა-ელენე, ლუარსაბ II-ის ( 1606-1615) და და ელენე-თეიმურაზ I-ის (1606-1648) და), როლი რომელიც ნათლად ჩანს პოლიტიკაში როგორც საქართველოს, ასევე სეფიანთა კარზე.

































