ისლამი და ქრისტიანობა სეფიანთა ეპოქის საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11621საკვანძო სიტყვები:
საქართველო, სეფიანთა ირანი, ისლამი, ქრისტიანობა, კათოლიკე მისიონერები, ორიენტალიზმიანოტაცია
სტატიის ძირითადი მიზანია რელიგიური სიტუაციის განხილვა XVII საუკუნის საქართველოში. შესწავლილია ორი დამოუკიდებელი (მაგრამ გარკვეულწილად ურთიერდაკავშირებული საკითხი): ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ისლამის გავრცელებისთვის არსებული წინააღმდეგობები, მეორე ნაწილში კი ის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიდა კათოლიკე მისიონერების წარმატებებს ქართველებს შორის კათოლიციზმის გავრცელების მცდელობებში. პირველ შემთხვევაში გამოკვეთილია ის ობიექტური ფაქტორები, რის გამოც ისლამური ქვეყნები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სეფიანთა ირანი) ამჯობინებდნენ ისლამზე მოექციათ ფეოდალური ელიტა (რაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ გარეგნულად ხდებოდა), მაგრამ უძლურნი იყვნენ მთლიანად მოსახლეობისთვის თავს მოეხვიათ ისლამური მრწამსი. განხილულია მუსლიმებისა და ქრისტიანების ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები. მცირე ყურადღება ასევე გამახვილებულია გამუსლიმებული ქართველების მოღვაწეობაზე სეფიანთა ირანში. მეორე შემთხვევაში კი ხაზგასმულია, რომ კათოლიციზმის გავრცელებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაღობა გამოდგა კათოლიკე მისიონერების მხრიდან ადგილობრივი სპეციფიკის უგულებელყოფა და დიდწილად აროგანტული დამოკიდებულება (რაც ზოგადად დამახასიათებელი ამ პერიოდის ევროპისთვის აღმოსავლური ქრისტიანობისადმი) ადგილობრივი მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და მოსახლეობის მიმართ. კათოლიციზმის გავრცელების წარუმატებლობის მიზეზები განხილულია ედვარდ საიდის ‘ორიენტალიზმის’ კონცეფციის ჩარჩოებში.

































