დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდში სუფიები ქალაქ თბილისის ცხოვრებაში (1089 – 1125 წწ.)

ავტორები

  • მარიამ გურეშიძე ილიას უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-9825-0651

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9800

საკვანძო სიტყვები:

კავკასია, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელი, მუსლიმები, სუფიები

ანოტაცია

ქართული ისტორიოგრაფია დავით აღმაშენებლის შესა­ხებ ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის, თუმცა საქართველოს ეროვ­ნულ არქივში დაცული დოკუმენტის: „ქალაქ თბილისის [შენა­რჩუნება] მეფე დავით აღმაშენებლის მიერ და მისი ურთ­იერ­თობა მუსლიმებთან“, დამუშავების შემდეგ, ჩემ ანალ­იტიკურ ხე­დ­ვას წარმოგიდგენთ. საარქივო დოკუმენტში აღნიშ­ნულია, რომ დავითმა თბილისის მაცხოვრებლების გული გაახარა: ერი­სთ­ავ­ებს უბრძანა ღორები მუსლიმებთან არ დაეკლათ, მონეტა მოე­ჭრათ ღმერთის, მისი მოციქულისა და ხალიფის წარწერით, ქრი­სტიანები და მუსლიმები აბანოში ერთად არ წასულიყვნენ. დავ­ითი შვილთან დიმიტრისთან ერთად პარასკევის დღეს მთავარ მეჩეთში ლოცვების და ყურანის კითხვის მოსასმენად დადიოდა, „ქათიბს“ და „მოაზინს“ დასახმარებლად ბევრ ფულს აძლევდა, „ქარავან სარაი“ და მქადაგებლებისთვის სახლები ააშ­ენა, სუფ­იებს და პოეტებს სარჩო დაუნიშნა. თუ კი რომელიმე მათგანს თბილისის დატოვების სურვილი გაუჩნდებოდა, გულ­უხვად ეხ­მ­არებოდა, გზისთვის დიდ თანხას აძლევდა. დავითი მუს­ლ­იმებს იმაზე მეტ პატივს სცემდა, ვიდრე თავად მუსლიმი მეფე­ები (ფონდი-1438, აღწერა-1, საქმე-394).    

სტატიაში განვ­იხილავ, ქალაქ თბილისში მცხოვრები სუფ­იები საიდან შემოვიდნენ, ზოგადად კავკასიაში და რომელ თარ­იქათს მიეკუთვნებოდნენ.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

გურეშიძე მარიამ. 2025. “დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდში სუფიები ქალაქ თბილისის ცხოვრებაში (1089 – 1125 წწ.)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):217-31. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9800.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.