დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდში სუფიები ქალაქ თბილისის ცხოვრებაში (1089 – 1125 წწ.)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9800საკვანძო სიტყვები:
კავკასია, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებელი, მუსლიმები, სუფიებიანოტაცია
ქართული ისტორიოგრაფია დავით აღმაშენებლის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის, თუმცა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტის: „ქალაქ თბილისის [შენარჩუნება] მეფე დავით აღმაშენებლის მიერ და მისი ურთიერთობა მუსლიმებთან“, დამუშავების შემდეგ, ჩემ ანალიტიკურ ხედვას წარმოგიდგენთ. საარქივო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დავითმა თბილისის მაცხოვრებლების გული გაახარა: ერისთავებს უბრძანა ღორები მუსლიმებთან არ დაეკლათ, მონეტა მოეჭრათ ღმერთის, მისი მოციქულისა და ხალიფის წარწერით, ქრისტიანები და მუსლიმები აბანოში ერთად არ წასულიყვნენ. დავითი შვილთან დიმიტრისთან ერთად პარასკევის დღეს მთავარ მეჩეთში ლოცვების და ყურანის კითხვის მოსასმენად დადიოდა, „ქათიბს“ და „მოაზინს“ დასახმარებლად ბევრ ფულს აძლევდა, „ქარავან სარაი“ და მქადაგებლებისთვის სახლები ააშენა, სუფიებს და პოეტებს სარჩო დაუნიშნა. თუ კი რომელიმე მათგანს თბილისის დატოვების სურვილი გაუჩნდებოდა, გულუხვად ეხმარებოდა, გზისთვის დიდ თანხას აძლევდა. დავითი მუსლიმებს იმაზე მეტ პატივს სცემდა, ვიდრე თავად მუსლიმი მეფეები (ფონდი-1438, აღწერა-1, საქმე-394).
სტატიაში განვიხილავ, ქალაქ თბილისში მცხოვრები სუფიები საიდან შემოვიდნენ, ზოგადად კავკასიაში და რომელ თარიქათს მიეკუთვნებოდნენ.

































