სასულიერო პირთა რეპრესიები საბჭოთა პერიოდის საქართველოში

(საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მიხედვით)

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9797

საკვანძო სიტყვები:

რელიგიები, რეპრესიები, სასულიერო პირები, საბჭოთა საქართველო, არქივი

ანოტაცია

სასულიერო პირების რეპრესიების საკითხი ერთ-ერთი შე­უ­­ს­წავლელი სფეროა არა მარტო ქართულ, არამედ პოსტ­საბჭ­ოთა ქვეყნების სამეცნიერო ლიტერატურაშიც.  საქართველოს ანექს­იის (1921 წ.) შემდეგ, ისევე როგორც მთელ საბჭოეთში, აქაც აქტ­ი­ურად დაიწყო „წითელი ტერორი“ და ათეისტური რელ­იგიური პოლიტიკის გატარება იმ პერიოდში მოღვაწე ყველა რელ­იგიური ინსტიტუტის წინააღმდეგ: დაიხურა ასობით საკუ­ლტო ნაგებობა, რელიგიური სკოლები. სასულიერო პირთა დევ­ნის საფუძვლად იყენებდნენ მათ ანტისაბჭოთა და კონტრ­რევო­ლუ­ციური აგიტ­აცია-პროპაგანდის და სხვა სახის ბრალდებას. ანო­ნიმური დასმე­ნების, გამოგონილი ბრალდებების, ცილის­წამ­ების შედეგად მიმ­დ­ინარეობდა მათი დაპატიმრება, დახვრეტა, ან საკონცენტრაციო ბანაკებში გადასახლება და სხვ.

ამ პრობლემატიკის გაშუქების მიზნით, რელიგიის საკით­ხთა სააგენტოს მკვლევართა ჯგუფმა განახორციელა შოთა რუს­თაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელ­მწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტი - NFR-22-21090, „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართ­ველ­ოში (შსს არქივის მონაცემების მიხედვით), რომლის შედეგად გამოიცა ნაშრომი („რელიგიური რეპრესიები საბჭოთა საქართვე­ლოში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, თბილისი., 2025:752).

საბჭოთა ხელისუფლება სასულიერო პირების რეპრესიებ­ისთვის, გარდა დაპატიმრებისა, დახვრეტისა ან გადასახლებისა იყენებდა სხვა მეთოდებსაც: საარჩევნო ხმის უფლების ჩამორ­თმევას, არა მარტო სასულიერო პირებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზე და კმაყოფაზე მყოფ პირებზე; დაშინებას, იძულებას (სასულიერო პირობაზე უარის თქმა), დამცირებას, დაჯარიმებას სასულიერო საქმიანობისთვის, პირადი ქონების ჩამორთმევას, ოჯახის წევრების შევიწროებას და ა. შ..

ამ გარემოების გათვალისწინებით გაგრძელდა კვლევები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით უკვე ხორციელდება ახალი, მეორე პროექტი - FR-23-13674, სას­ულიერო პირთა რეპრესიები საბჭოთა პერიოდის საქართ­ველ­ოში (ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მონაცემების მიხე­დვით)“, რომელსაც ასევე აფინანსებს შოთა რუსთაველის საქა­რთველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2024 წლის ფუნ­დამე­ნტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონ­კ­ურსის ფარგლებში.

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მკვლევართა ჯგ­უფის მიერ საბჭოთა საქართველოში (1921-1991 წლებში) რელი­გიური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების და რეპრეს­ირე­ბული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშუ­ქება, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი არქ­ივების მონაცემების მიხედვით. ამ ეტაპისთვის სრულად დამუ­შავებ­ულია ქუთაისის ცენტრალური არქივი, აჭარის საარქივო სამმა­რთველო, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, მცხეთა-მთ­იანე­თის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს რეგიონული და გო­რის, ხაშ­ურის, კასპის, ზესტაფონის, ფოთის ადგილობრივი არქ­­ივები. მიმ­დინარეობს კვლევითი სამუშაოები საქართველოს ერო­ვნული არქივის თბილისის ცენტრალურ არქივში. მოპო­ვებული მას­ალები უკვე იძლევა საშუალებას საბჭოთა საქარ­თველოში სას­უ­ლ­იერო პირების მიმართ რეპრესიების ზოგადი სურათის დად­გენისა და ცალკეული დასკვნების გამოტანის.

მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: აბესალომ ასლანიძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიო­რგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზვიად ტყაბლაძე, ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, დავით დავითაშვილი და მოწვე­­ული მკვლევარი მერაბ კეზევაძე.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

ასლანიძე აბესალომ, ტყაბლაძე ზვიად, პატაშური გიორგი, and ფარულავა სერგო. 2025. “სასულიერო პირთა რეპრესიები საბჭოთა პერიოდის საქართველოში : (საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მიხედვით)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):160-85. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9797.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 8 9 10 11 12 13 14 15 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.