ჰალდუნ თანერი (1915-1986) – „ჩუმი ბედნიერებები“

ავტორები

  • ნატო ხარშილაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-8366-8820

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11630

საკვანძო სიტყვები:

პოლკოვნიკი, მუეძინი, მეგობარი, ზღვა

ანოტაცია

გამოჩენილი თურქი მწერალი ჰალდუნ თანერი თავდ­გირიძეების არისტოკრატულ ოჯახში 1915 წლის 16 მარტს დაი­ბადა ქ.სტამბოლში. განათლება გალათასარაის უმაღლეს სკო­ლაში მიიღო, რომელიც 1935 წელს დაამთავრა. შემდეგ სწავლა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც პოლიტ­იკას და ეკონომიკას ეუფლებოდა. ავადმყოფობის გამო სწავლა მია­ტოვა და კვლავ თურქეთში დაბრუნდა, სადაც 1950 წელს გერმ­ანული ლიტერატურისა და ლინგვისტიკის ფაკულტეტი დაამ­თავრა.  1955-1957  წლებში ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა.     ჰალდუნ თანერი არის სხვადასხვა მოთხრობების, ესეების, პიესების და ჟურნალისტური სტატიების ავტორი. ის იუმო­რის­ტული ჟანრის მწერლად ითვლება. გარდა მწერლობისა, თანერი მოღვაწეობდა როგორც ჟურნალისტი, სცენარისტი და ლიტე­რა­ტურის მკვლევარი. მიღებული აქვს პრესტიჟული პრემიები: ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნის პრემია (1954), საით ფაიკის პრე­მია (1954), მსოფლიო იუმორისტული ფესტივალის პრემია (1969) და ა.შ. ჰალდუნ თანერმა 1967 წელს მათინ აქფინართან, ზექი ალა­სიასთან და აჰმეთ გიულჰანთან ერთად დააარსა თეატრი „Devekuşu Kabare”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებ­ლობდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, ბერძნულ, სლოვენურ, შვედურ და ებრ­აულ ენებზე.                                                                                                                                 

ჰალდუნ თანერი 1986 წლის 7 მაისს სტამბოლში 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

ხარშილაძე ნატო. 2026. “ჰალდუნ თანერი (1915-1986) – „ჩუმი ბედნიერებები“”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):474-75. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11630.

გამოცემა

სექცია

თარგმანი

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.