ჯემ „სულთნის“ ბრძოლა ტახტისთვის და პაპი ალექსანდრე VI ბორჯა
DOI:
https://doi.org/10.48614/hos.4.2021.76-91საკვანძო სიტყვები:
ოსმალეთის იმპერია, ევროპა XV საუკუნეში, რომის პაპები, ჯემ „სულთანი“, პაპი ალექსანდრე VI ბორჯაანოტაცია
XV საუკუნის მეორე ნახევარი ოსმალეთის ისტორიაში და მისი ევროპასთან დიპლომატიური კავშირების განხილვა წარმოუდგენელია ჯემ „სულთნის“ ისტორიის გარეშე, რადგანაც ამ პროცესებმა დიდი როლი შეასრულეს ოსმალეთ-ევროპის, განსაკუთრებით კი რომთან ურთიერთობებში. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ეხება უფლისწულ ჯემის ბრძოლას ძმის - სულთან ბაიაზიდის წინააღმდეგ და მის ევროპულ ვოიაჟს.
უფლისწულ ჯემის ბრძოლა ტახტისათვის ქართულ ისტორიოგრაფიაში დეტალურად შესწავლილი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში მხოლოდ ზოგადი ცნობები არსებობს, რამაც წინამდებარე სტატიის დაწერა განაპირობა. ნაშრომზე მუშაობის პროცესში, შევეცადეთ ამ საკითხთან დაკავშირებული ქართველი, თურქი და უცხოელი ავტორების (ჰ. ინალჯიკი, დ. ემეჯენი, ი. ჰ. უზუნჩარშილი და ნ. იორგა, გ. ჯაფარიძე, ი. ხუბაშვილი, მ. სვანიძე, მ. მახარაძე და სხვა) მოსაზრებებს გავცნობოდით. შეძლების დაგვარად შეგვესწავლა წყაროები და კრიტიკული ანალიზის მეშვეობით წარმოგვედგინა შინაარსობრივად პირველი ვრცელი ნაშრომი უფლისწულ ჯემის ტრაგედიაზე (რომელიც სიცოცხლის ბოლომდე თავს „სულთანს“ უწოდებდა), რაც თავისთავად სიახლეს წარმოადგენს.
უცხოურ ლიტერატურაზე მუშაობისა და თარგმნის დროს, პირველ რიგში, ვიცავდით ინფორმაციის სიზუსტეს, ვადარებდით სხვა მასალებთან და არგუმენტებით ვამყარებდით მოსაზრებას. აღნიშნული საკითხი აქტუალურია, ვინაიდან ის ეხება არა მარტო ოსმალეთის ევროპულ პოლიტიკას, არამედ რომის პონტიფექსებისა და ევროპის ქვეყნების საგარეო პოლიტიკასაც - Res Orientalis. ნაშრომში ნაჩვენებია როგორ ცდილობდა ყველა მათგანი ჯემის გამოყენებას საკუთარი მერკანტელური და პოლიტიკური მიზნებისათვის.
ბოლოს კი უნდა ვთქათ, რომ ევროპა-ოსმალეთის ურთიერთობები შუა საუკუნეების ისტორიის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მკვლევართა გაუნელებელი ინტერესის საგანია. ამიტომ შესაძლოა, ახალი წყაროების აღმოჩენამ სულ სხვაგვარი რეალობა დაგვანახოს და ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი გადაიშალოს.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .