აღმოსავლეთის მსხვილი რეგიონლური მოთამაშეების და რუსეთის ურთიერთობების ანალიზი, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე

ავტორები

  • სიმონ გურეშიძე ილიას უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-9545-8238

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9812

საკვანძო სიტყვები:

რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბული საამიროები, ეგვიპტე, ენერგეტიკა, საგარეო პოლიტიკა, სტრატეგიული ბალანსი

ანოტაცია

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკ­რაინაში დაწყებულმა ომმა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, სადაც სახე­ლმწიფოების საგარეო პოლიტიკა ტრადიციულად ეფუძნება ბა­ლ­ანსის და ძალთა გაწონასწორების პრინციპებს. მოცემული სტ­ატია მიზნად ისახავს ისრაელის, საუდის არაბეთის, გაერთი­ანე­ბული არაბული საამიროებისა და ეგვიპტის დამოკიდებუ­ლებ­ებისა და ქცევის ანალიზს რუსეთის მიმართ ომის დაწყების შემ­დგომ პერიოდში.                       

ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული ქვეყნები იცავდნენ ორმაგი თამაშის ტაქტიკას - ერთის მხრივ ინარჩუნებდნენ სტრ­ატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან და დასავლეთთან, ხოლო მეო­რეს მხრივ არ წყვეტდნენ რუსეთთან ეკონომიკურ და ენერგ­ეტიკულ ურთი­ერთობებს. ისრაელი ცდილობდა ნეიტრალიტ­ეტის დაცვას ირანთან დაკავშირებული უსაფრთხოების ინტერე­სების გამო; საუდის არაბეთი და საამიროები განაგრძობდნენ თანამშრომლობას რუსეთთან OPEC+ ფორმატში; ეგვიპტემ კი შეინარჩუნა თანამშრომლობა „როსატომთან” ბირთვული ენერ­გეტიკის სფეროში.

2025 წლის რეალობის გათვალის­წინებით, რეგიონის სახე­ლმ­წიფოების პოლიტიკა კვლავ ეფუძნება პრაგმატულ ბალანსს, თუმცა რუსეთის გავლენა შესამჩნევად შემცირდა - ირანის გაძ­ლიერების, დასავლეთის სანქციების და ჩინეთის ეკონო­მი­კური აქტიურობის ფონზე. შედეგად, ახლო აღმოსავლეთი გარდაიქმნა მრავალპოლარულ სივრცედ, სადაც რუსეთის როლი მხოლოდ ერთ-ერთ, მაგრამ  გადამწყვეტ ფაქტორად აღარ აღიქმება.      

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

გურეშიძე სიმონ. 2025. “აღმოსავლეთის მსხვილი რეგიონლური მოთამაშეების და რუსეთის ურთიერთობების ანალიზი, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):347-63. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9812.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.