ბიზნესი მე-19 ს-ის მიწურულისა და მე-20 ს-ის დასაწყისის თბილისში (თბილისში გამომავალ ფრანგულ ჟურნალში “Le Caucase illustré” განთავსებული რეკლამების მიხედვით)

ავტორები

  • გიორგი სანიკიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9079

საკვანძო სიტყვები:

ჟიულ მურიე, „Le Caucase illustre“კავკასია, თბილისი, რეკლამა

ანოტაცია

1889-1892 და 1899-1902 წლებში თბილისში გამოიცემოდა ფრა­ნ­გული ჟურნალი “Le Caucase illustré” („ილუსტრირებული კავ­­კ­ა­სია“). ჟურნალის დამფუძნებელი და გამომცემელი იყო ფრა­ნგი ჟურნალისტი ჟიულ მურიე. ჟურნალში იბეჭდებოდა სტატ­იები კავკასიის ხალხების ისტორიის, ხელოვნების, ლიტერ­ატუ­რის, ყოფის, რეგიონში მრეწველობის განვითარების პერსპექ­ტ­ი­ვ­ების შესახებ. ეს მასალები ქართველი და უცხოელი ისტორ­იკ­ოსების მიერ მეტნაკლებად შესწავლილია. წინამდებარე სტატ­იაში კი ყურადღება გამახვილებულია ჟურნალის განუყოფელ ნაწ­ილზე - მასში განთავსებულ სარეკლამო განცხადებებზე, რის­თვისაც ჯერჯერობით მეცნიერებს ყურადღება არ მიუქც­ევიათ.

რეკლამებს ჟურნალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მათი დაჯგუფება შემდეგი კატეგორიების მიხედვით შეიძლება: 1) ნავთობის ბიზნესი. 2) ბანკები და საბანკო მომსახურება. 3) ტრა­ნსპორტი და გადაზიდვები. 4) სხვადასხვა ტიპის მაღაზიები. 5) სასტუმროები და რესტორნები. 6) სხვადასხვა (სანოტარო და სათარჯიმნო მომსახურება, მკურნალობა, ფოტოატელიები და სხვ.).

ჟურნალში გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებების საფ­უძველზე იქმნება იმ პერიოდის თბილისში არსებული ბიზ­ნეს აქტივობების საკმაოდ სრული სურათი, ასევე იკვეთება თბი­ლისის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობაში.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

სანიკიძე გიორგი. 2025. “ბიზნესი მე-19 ს-ის მიწურულისა და მე-20 ს-ის დასაწყისის თბილისში (თბილისში გამომავალ ფრანგულ ჟურნალში ‘Le Caucase illustré’ განთავსებული რეკლამების მიხედვით)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (1):10-24; 25. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9079.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.