ბიზნესი მე-19 ს-ის მიწურულისა და მე-20 ს-ის დასაწყისის თბილისში (თბილისში გამომავალ ფრანგულ ჟურნალში “Le Caucase illustré” განთავსებული რეკლამების მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9079საკვანძო სიტყვები:
ჟიულ მურიე, „Le Caucase illustre“კავკასია, თბილისი, რეკლამაანოტაცია
1889-1892 და 1899-1902 წლებში თბილისში გამოიცემოდა ფრანგული ჟურნალი “Le Caucase illustré” („ილუსტრირებული კავკასია“). ჟურნალის დამფუძნებელი და გამომცემელი იყო ფრანგი ჟურნალისტი ჟიულ მურიე. ჟურნალში იბეჭდებოდა სტატიები კავკასიის ხალხების ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის, ყოფის, რეგიონში მრეწველობის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ეს მასალები ქართველი და უცხოელი ისტორიკოსების მიერ მეტნაკლებად შესწავლილია. წინამდებარე სტატიაში კი ყურადღება გამახვილებულია ჟურნალის განუყოფელ ნაწილზე - მასში განთავსებულ სარეკლამო განცხადებებზე, რისთვისაც ჯერჯერობით მეცნიერებს ყურადღება არ მიუქცევიათ.
რეკლამებს ჟურნალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და მათი დაჯგუფება შემდეგი კატეგორიების მიხედვით შეიძლება: 1) ნავთობის ბიზნესი. 2) ბანკები და საბანკო მომსახურება. 3) ტრანსპორტი და გადაზიდვები. 4) სხვადასხვა ტიპის მაღაზიები. 5) სასტუმროები და რესტორნები. 6) სხვადასხვა (სანოტარო და სათარჯიმნო მომსახურება, მკურნალობა, ფოტოატელიები და სხვ.).
ჟურნალში გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებების საფუძველზე იქმნება იმ პერიოდის თბილისში არსებული ბიზნეს აქტივობების საკმაოდ სრული სურათი, ასევე იკვეთება თბილისის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობაში.