ზია ფაშა (1829-1880) „ლექსი“
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7833საკვანძო სიტყვები:
წუთისოფელი, დედამიწა, აღსასრული სამყარო, კოსმოსიანოტაცია
განსაკუთრებულია ზია ფაშას (აბდულჰამიდ ზიაედინ) როლი თურქული ლიტერატურის ისტორიაში. მისი შემოქმედების ნოვატორობა იმთავითვე აღიარეს მისმა თანამოკალმეებმა. ზია ფაშას ნაწარმოებებში დასმულია ფილოსოფიური პრობლემები, გადმოცემულია სათუთი ადამიანური გრძნობები და განცდები. იგი მიეკუთვნება „თანზიმათის“ ეპოქის ავტორთა რიცხვს. მის კალამს ეკუთვნის, როგორც პროზაული, ასევე პოეტური ნაწარმოებები. ზია ფაშა ნამიქ ქემალთან და იბრაჰიმ შინასთან ერთად არის ახალი თურქული ლიტერატურის ფუძემდებელი.