ნატოს სამშვიდობო მისია კოსოვოში

ავტორები

  • გიორგი დობორჯგინიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-8713-6610

საკვანძო სიტყვები:

ნატო, სამშვიდობო ოპერაცია, აშშ, გაერო, კოსოვო, კონფლიქტი

ანოტაცია

დღესდღეობით მსოფლიოში სახელმწიფოთა უსაფრთ­ხ­ოე­ბის ცნება აღარ არის შემოსაზღვრული მხოლოდ ერთი სახელ­მწ­იფოს საზღვრებით, სახელმწიფოში სტაბ­ი­ლ­ური მდგომარეობა დამ­ო­კიდებულია რეგიონალურ და გლობალურ დონეზე გან­ვი­თარებულ ინტეგრაციის პროცესებზე. მსოფლიოში არსებულ მრა­ვალრ­იცხოვან ორგანიზაციებს შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს ჩრდილოატლანტიკური ხელ­შეკრულების ორგანიზა­ციას (NATO). პასუხი კითხვაზე თუ რა არის ამ ორგ­ანიზაციის წარმატების ძირითადი მიზეზები პირველ რიგში უნდა ვეძიოთ მის პრი­ნციპებსა და ფასეულობებში. 1949 წელს დაარსებულმა ჩრდილოატლანტიკურმა ხელშ­ეკრულებამ (NATO), შეძლო თავ­ისი ძირითადი მოვალეობების შესრულება, კერძოდ დაიცვა მისი წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლ­იანობა.

„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ კი როდესაც აქტიური გახდა მისი ყოფნა არყოფნის საკითხი ნატომ შეძლო ტრანს­ფო­რმაცია და წარმატებულად ფუნქც­იონ­ი­რებს დღემდე. ჩრდილო­ატლანტიკურმა ალიანსმა თავისი არსებობის ისტორიაში არაე­რთი ცვლილება განიცადა, ერთ-ერთი ასეთი ცვლილება გახ­ლ­ავთ სამშვიდობო ოპერაციებსა და კრიზისების რეგულირების პრო­ცესში ჩართვის გადაწყვეტილება, განურჩევლად კონფლ­იქ­ტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა.

ალიანსი აღიარებს, რომ დღესდღეობით საფრთხე აღარ არის შემოსაზღვრული ცალკეული კონკრეტული ადგილ­მდ­ება­რ­ე­ობით და გლობალიზაციის პირობებში საფ­რთხე განიხილება ერთ მთლიან პრობლემად. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ნატ­ომ პირველად განახორციელა სამშვიდობო ოპერაციები, კერ­ძოდ ბალკანეთში (ბოს­ნია-ჰერცოგოვინა) 1995 წელს, კოსოვოში 1999 წელს, მაკედონიაში კი 2001 წელს, სადაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის დაშლის სისხლიანმა კონფლიქტმა სერიოზული საშიშროება წარმოშვა არა მხოლოდ რეგიონული არამედ საერთო ევრო­პული უსაფრთხოებისათვის.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი დობორჯგინიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის დოქტორანტი,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტი, 

საქართველო, 6010. ნინოშვილის 32/35. +995599 15 64 86.   

giorgidoborjginidze92@gmail.com

https://orcid.org/0000-0001-8713-6610

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-21

როგორ უნდა ციტირება

დობორჯგინიძე გიორგი. 2022. “ნატოს სამშვიდობო მისია კოსოვოში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (2):101-24. https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/5935.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები