აბდულჰამიდ II-ის მმართველობა 1876-1878 წლებში

ავტორები

  • საბა კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0003-1815-9810

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8271

საკვანძო სიტყვები:

ოსმალეთი, ოსმალეთი XIX საუკუნეში, აბდულჰამიდ II, ჰამიდიანი, სტამბოლის კონფერენცია, რუსეთ-ოსმალეთის ომი, ბრწყინვალე პორტა, სან-სტეფანო, ბერლინის კონგრესი

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ოსმალეთის იმპერიის რიგით 34-ე სულთნის, აბდულჰამიდ II-ის მმართველობის პირველი ორი წელი, რომელიც ცნობილია, როგორც „პირველი კონსტიტუციის ერა“. სულთან მურად V-ის ტახტიდან ჩამოგდებისა და მის მაგი­ვ­რად თავისი ძმის ასვლით ოსმალეთის იმპერიაში იწყება აბსო­ლუტური მმართველობის ხანა, რომელმაც ახალი რეალ­ობის წინ­აშე დააყენა, როგორც ევროპის დიდი სახელმწიფოები, ისე დასუ­სტებული ოსმალეთის იმპერია.

სტატიაში უცხოურ ლიტერატურაზე დაყრდნობით განხი­ლ­­ულია 1876-1878 წლებში მომხდარი საკვანძო, მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიცაა: სულთან აბდულჰამიდ II-ის ტახტზე ასვლა, ბრძოლა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ, სტა­მ­ბ­ოლის კონფ­ერენცია, კონსტიტუციის მიღება, პარლამენტის ჩამ­ო­­­ყა­ლიბება-დათხოვნა, რუსეთ-ოსმალ­ეთის 1877-1878 წლების   ო­მი, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება, ბერლინის კონგრესი და ჩირაანის ინციდენტი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვე­ც­ადეთ, ამოგვეწურა ოსმა­ლეთის იმპერიის ავტოკრატი მმართ­ვ­ე­ლის პირველი ორი წელიწადი, რომელმაც დიდი გავლენა იქო­ნია არა მხოლოდ ევროპის დიდ სახელმწიფოთა პოლიტ­იკაზე, არა­მედ საქარ­თველოზეც.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

საბა კალანდარიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიკოსი, კულტურული
და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრანტი.
საქართველო, 0160. თბილისი, ბახტრიონის ქუჩა 8ა.
+995595070152. sabakalanda@gmail.com
ORCID: 0009-0003-1815-9810

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-06

როგორ უნდა ციტირება

კალანდარიშვილი საბა. 2024. “აბდულჰამიდ II-ის მმართველობა 1876-1878 წლებში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (2):51-73; 74. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8271.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა