თურქულ და ქართულ ფრაზეოლოგიზმთა შეპირისპირებითი ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5942საკვანძო სიტყვები:
ფრაზეოლოგიზმი, თურქული ენა, ქართული ენა, იდენტური, შესატყვისი, უთარგმნელიანოტაცია
ნაშრომში მოყვანილი ფრაზეოლოგიური ერთეულები აღებულია თურქულ ფრზეოლოგიზმთა ლექსიკონებიდან (Türkçe Deyimler Sözlüğü). თურქეთისა და საქართველოს მეზობლობამ და მრავალხმრივ კავშირმა, თავისთავად გავლენა იქონია და კვალი დატოვა, როგორც ისტორიაში, ასევე ენაში, ამის დამადასტურებელია ნაშრომში მოყვანილი მაგალითების ჩამონათვალიც. ვინაიდან როგორც ქართულ ასევე თურქულ ენასაც დიდი ხნის ისტორია გააჩნია, რათქმაუნდა ამდენად მდიდარი და მრავალმხრივ საინტერესოა ფრაზეოლოგიზმებიც, რადგან ერთ ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ენაში. ამ ორ ენას შორის არსებული მსგავსება ენობრივი კვლევისათვის ძალზედ საინტერესო და შრომატევადია, თანამედროვე ეპოქაში მეტად გავრცელებულია ლინგვოკულტურული კვლევები, რომელთაგანაც ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ფრაზეოლოგიური ერთეულებია. საკითხის ინტერესს ფრაზეოლოგიურ ერთეულთაშეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე მიღებული იდენტურობა ქმნის.
ფრაზეოლოგიზმებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურის მხრივ, ვიანიდან თითოეული ფრაზეოლოგიზმის ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას მისი ისტორია აქვს, ამასთანავე ხშირად ვხვდებით ისეთ ერთეულებს, რომელთა შემადგენელი სიტყვათა წყობა რელიგიურ და კონკრეტული ეთნოსის ტერმინოლოგიას შეიცავს.
თურქულ ქართული ფრაზეოლოგიზმების შეპირისპირებითა და მათი ანალიზით იკვეთება სამი სხვადასხვა ვარიანტი, ესენია: პირველი, იდენტური ფრაზეოლოგიზმები: რომელთა მნიშვნელობაც და სტრუქტურაც ერთამანეთის იდენტურია, მეორე, შესატყვისი ფრაზეოლოგიზმები: რომლებიც სტრუქტურულად და სიტყვათა მნიშვნელობებით ერთმანეთისაგაგ განსხვავდებიან თუმცა შესატყვისი მოგვეპოვება ქართულ ენაში და მესამე „უთარგმნელი“ ფრაზეოლოგიზმები: რომლის იდენტური და შესატყვისი ერთეულები არ მოგვეპოვება ჩვენს ენაში, ასეთ ერთეულებს ძირითადათ რელიგიურ და ადათ-წესებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ფრაზეოლოგზმები წარმოადგენენ.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .