თურქული ელემენტები მარადიდის მეტყველებაში
DOI:
https://doi.org/10.48614/hos.4.2021.212-225საკვანძო სიტყვები:
თურქული ელემენტები მარადიდის მეტყველებაშიანოტაცია
არ არსებობს ენა, რომელშიც არ არის ნასესხობანი. ამ მხრივ არც ქართული ენაა გამონაკლისი. ქართულმა ენამ უამრავი ისტორიული ბედ-უკუღმართობა გამოიარა, რომლებმაც ჰპოვეს ენის ლექსიკაში ასახვა. როგორც ვიცით სამხრეთ საქართველოსა და ლაზეთის ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა. აქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობა კი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ორ ენაზე საუბრობს, ერთი მშობლიური ქართულია და მეორე კი ქვეყნის სახელმწიფო ენა თურქული, რომლითაც ის ურთიერთობს ქვეყნაში არსებულ ყველა ინსტიტუტთან. თურქული გახდა მათთვის დომინანტი ენა. მისი გამოყენების არეალი არის უფრო ფართო. აქედან გამომდინარე, ენამ მოახდინა თურქული ლექსიკის შემოდინება მათ სასაუბრო ქართულში.
1921 წელს თურქეთსა და საქართველოს შორის მოხდა ოფიციალური საზღვრი გავლება. საქართველოს ორ სოფელს - „მარადიდსა“ და „სარფს“ ერთნაირი ბედი ეწია, ისინი გაიყო შუაზე. გაიყო არა მარტო სოფელი, არამედ ოჯახები, ნათესავები და სამშობლო. ეს დიდი ტკივილი არ შუშდება და გადაეცემა თაობიდან თაობას. სოფელ „მარადიდს“ თურქები „მურათლის“ ეძახიან. ზუსტად საუკუნის გასვლის შემდეგ მოხერხდა პირველად ამ სოფელში ბათუმის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის შესვლა და „მარადიდის“ მონოგრაფიისთვის მასალების მოძიება, ჩაწერა და გამოცემა.
მონოგრაფიაში შეტანილი მასალით დავინტერესდი და მინდა გამოვიკვლიო თუ რა დოზით არის თურქული ლექსიკა შესული ქართულში, რომელსაც ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში ლაპარაკობენ. კვლევის დროს საინტერესო გრამატიკულ და ფონეტიკურ ცვლილებებს წავაწყდი: გამოსაკვლევ მასალაში ძირითადად სესხება ეხება ენის სახელად ნაწილებს, რომელთაც მოსდით გამჟღერება, დაყრუება, ბგერის გადასმა ან კიდევ ბგერის დამატება. რაც შეეხება სესხებას ზმნურ ნაწილში არის საკმაოდ მცირე. მარადიდის ქართულში შედარებით ნაკლები თურქული ლექსიკაა ხმარებაში შემოსული, ვიდრე ლაზურ დიალექტში;
მივედი შემდეგ დასკვნებამდე :
მარადიდულზე საუბრისას ხმარობენ პარალელურ ნასესხებ სიტყვებს, როგორც ქართულს ისე თურქულს. ქართული ჯერ კიდევ ახსოვთ, მიუხედავათ ასი წლის გავლისა;
შენარჩუნებულია ძველი ნასესხები ლექსიკა, რომელიც არ შეიძლება ჩავთვალოთ ახალ ნასესხებათ, რადგან იგივე ლექსიკა აქაურ კილოკავებშიც იხმარება. (სავარაუდოთ ეს ძველი გაყოლილი ნასესხები ლექსიკაა);
ახალი ლექსიკის სესხება მცირე დოზითაა, რომელიც ჩვენს კილოკავებში არ მოიძებნება და არ იხმარება.
ყველაზე სასიხარულო და საამაყო ფაქტი ისაა, რომ შენარჩუნებული აქვთ ქართული ზმნის ფორმები, რასაც ვერ ვიტყვით ლაზურზე. ამ ზღვა მასალაში მხოლოდ რამდენიმე ზმნაა ნასესხები თურქულიდან, ხოლო ლაზურს უამრავი ზმნა აქვს ნასესხები და ლაზური გრამატიკისათვის დამახასიათებელ ყალიბში აქვს ჩასმული. იგულისხმება ზმნის ძირი, რომელიც არის თურქული, წარმოება კი ლაზური. ეს ტენდენცია ეხება არა მარტო მხოლოდ ლაზურს, არამედ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ დიალექტებსა და კილოკავებსაც.
აღსანიშნავია კიდევ ის ფაქტი, რომ თანამედროვე ქართულ ენაში აღარ გვაქვს ასო-ბგერა „იოტა“, მაგრამ აქ, მარადიდულ ქართულში აღდგენილია ძველი ასო-ბგერა. შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს თურქულ ენაში არსებული ასო-ბგერის „იოტის“ ხმარებით. მაგრამ ეს მხოლოდ ნასესხებ სიტყვებში არ გვხვდება, იგი ქართულ დიალექტშიც იხმარება. რაც აშკარად იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ შეიძლება ჩაითვალოს ასო-ბგერის გამოყენება ძველი ქართულიდან შენარჩუნებულად.
თურქულში გვაქვს უმლაუტიანი ხმოვნები, ქართულში მისი არ არსებობის გამო, იგი ენაში შესაბამისი ქართული ხმოვნებით გადმოდის, დარღვეულია თურქული ენისათვის დამახასიათებელი ჰარმონია.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .