არამუსლიმთა ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი წყარო ოსმალეთის იმპერიაში

ავტორები

  • მურმან გორგოშაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-7794-3179

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11619

საკვანძო სიტყვები:

„მედინის ხელშეკრულება“, „გულჰანეს ჰატი -შერიფი“, „ჰატი ჰუმაიუნები“, „1876 წლის ოსმალეთის იმპერიის კონსტიტუცია“, „რუმელიის ვილაეთის წესდება“, „ჯიზიე“, „ისფენჯი“, „დევშირმე“

ანოტაცია

ოსმალეთის იმპერიაში არამუსლიმებთან ურთიერთო­ბე­ბის სამართლებრივი რეგულირება ხორციელდებოდა, როგორც კონკრეტული სამართლებრივი აქტების, ისე სამართლებრივი ინსტიტუტების, სპეციალური გადასახადებისა და სხვა მექანი­ზმების მეშვეობით. ნაშრომში შესწავლილია არამუსლიმებთან და არამუსლიმთა შორის ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი სამართლებრივი აქტები. გაანალიზებულია „მედ­ინის ხელშეკრულების“ როლი ეთნიკურად და რელიგიურად პლ­ურალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძვლების მომ­ზ­ადებაში. აღნიშნულია მუსლიმური სამართლის კლასიკურ წყაროებში არამუსლიმი ქვეშევრდომების მიმართ მეტნაკლებად ლოიალური დამოკიდებულების არსებობა.  გაშუქებულია „გუ­ლჰანეს ჰატი-შერიფი“ და „ჰატი ჰუმაიუნები“, როგორც დოკ­უმ­ენტები, რომლებმაც კანონმდებლობით განამტკიცეს არამუს­ლ­იმთა სარწმუნოებრივი გაერთიანებების ავტონომიურობა და სარწმუნოების მიუხედავად, ოსმალეთის იმპერიის ყველა ქვეშე­ვრდომის სიცოცხლის, ღირსებისა და ქონების დაცვის, ასევე კან­ონის წინაშე გათანაბრების ვალდებულება. განხილულია „1876 წლის ოსმალეთის იმპერიის კონსტიტუცია“ არამუსლიმებთან დამოკიდებულებისა და სამართლებრივ-პოლიტიკური კომპრო­მისის კონტექსტში. მიმოხილულია „ჯიზიე“, „ისფენჯი“ და „დე­ვ­შირმე“, როგორც არამუსლიმთა მიმართ დადგენილი საგა­და­სახადო სისტემის ელემენტები, აგრეთვე მათი ჩაცმულობისა და ყოფის თავისებურებები. ნაჩვენებია, რომ მიუხედავად აღნიშ­ნულ სამართლებრივ აქტებში დეკლარირებული მიზნებისა, ისინი უპირველესად ოსმალეთის იმპერიის მმართველობის გან­მტკიცებას ემსახურებოდნენ და არამუსლიმებს მუსლიმებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებდნენ, რაც აისა­ხებ­ოდა კიდეც რელიგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონ­ომ­იკურ სფეროებში.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

გორგოშაძე მურმან. 2026. “არამუსლიმთა ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი წყარო ოსმალეთის იმპერიაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):119-44. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11619.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.