ანდრეას ფლურაკისი - „მედეას ბურკა“

ავტორები

  • თათია დავითაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0007-7888-719X

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9838

საკვანძო სიტყვები:

ემიგრანტობა, იდენტობა, თავისუფლება, სტერეოტიპები, ბურკა

ანოტაცია

სტატიაში გაანალიზებულია  ბერძენი დრამატურგის ანდ­რ­ეას  ფლურაკისის „მედეას ბურკა“ თანამედროვე  სტანდარტებს მორგებული მონოპიესა, რომელიც გვთავაზობს მედეას კლას­იკ­ური ბერძნული მითის განსხვავებულ, თანამედროვე პრობ­ლე­მატიკის კონტექსტში განხილულ ინტერპრეტაციას; რა თქმა უნდა, პიესაში შენარჩუნებულია კლასიკური მითის ძირითადი სიუჟეტური ხაზი, რომელსაც შესანიშნავად ერწყმის მითის ა. ფლურაკისისეული ინდივიდუალიზმი, რაც პიესას სძენს  აქტ­უა­ლობას. 

მთელი პიესა მონოლოგია  მედეასი, რომელიც  ყვება საკ­უთარ ისტორიას, გვესაუბრება წარსულზე, აწმყოსა და სამ­ომა­ვლო გეგმებზეც; სხვა პერსონაჟები კი აქ პასიურ როლს ასრუ­ლებენ.

ა. ფლურაკისი გვიყვება ქალზე, რომელიც იმყოფება უცხო მიწაზე, ემიგრანტია, რომელსაც  უხდება  მისთვის განსხვა­ვე­ბულ და არამშობლიურ კულტურასთან და ყოველდღიურ უცხო რეა­ლობასთან გამკლავება, რადგან მისთვის აუცილებელია არს­ე­ბულ სოციუმში თავისი იდენტობის  დამკვიდრება, რათა გადა­რჩეს ავტორი შესანიშნავად  ახდენს რამდენიმე  მნიშვნ­ელ­ოვანი ასპექტის აქცენტირებას:

  • ემიგრანტობა - მედეა უცხო მიწაზეა, სხვა იდენ­ტ­ობაში, სხვა  კულტურაში, სხვა საზოგადოებაში,  ყოველგვარი მშობლი­ურისგან შორს;
  • საკუთარი თავის (იდენტობის) შენარჩუნება -  მუდ­მივი მც­დ­ელობა, შეინარჩუნოს მშობლიური კულტურა, დაიცვას  მის­თვის მისაღები ნორმები;
  • ~მისი სურვილი, მუდმივად ჰქონდეს არჩევანის თავ­ის­უ­ფლება;
  • მცდელობა, გაუმკლავდეს საკუთარ თავში და უცხო კუ­ლ­ტ­ურაში არსებულ პატრიარქალურ სტერეოტიპებს.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

დავითაძე თათია. 2025. “ანდრეას ფლურაკისი - „მედეას ბურკა“”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):555-64. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9838.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.