მითოლოგიური რიცხვი შვიდი თურქმენულ კულტურაში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7828

საკვანძო სიტყვები:

თურქმენული კულტურა, თურქმენული მითოლოგია, შვიდი, თურქმენული ხალ-ხური რწმენა, თურქმენული ტრადიციები

ანოტაცია

რიცხვები მითოლოგიის სიმბოლური კოდებია. ისინი ატა­რ­­ებენ არქაული რწმენისა და ტრადიციული ცხოვრების საი­დ­უ­მ­ლოებებს წარსულიდან დღემდე. რიცხვი შვიდი გვხვ­დება ხალ­ხური ლიტერატურის უამრავ ნაწარმოებში. რიცხვი შვიდი არის ერთ-ერთი განსაკუთრებული რიცხვი. არსებობს ინფორმაცია შვ­ი­­დის შესახებ მსოფლიოს ყველა საზოგადოებაში, რწმენასა და კულ­ტურაში. ადამიანები იყენებენ რიცხვს შვიდს სამყაროს შექ­მნის, ცის, სამოთხისა და ჯოჯოხეთის და ა.შ. ასახსნელად. შვიდი არის საბავშვო რითმების რიცხვი. ბევრი საზოგადოება არ ატა­რ­ებს მნიშვნელოვან რიტუალებს მათი შვიდჯერ გამეორების გარ­ეშე. რაც შეეხება თურქ ხალხებს, შვიდი ძალიან მნიშვნელოვანია თურქმენებისთვის. თურქმენულ მითოლოგიაში შვიდი განს­აკ­უ­თრებულია. ის უფრო მეტად თვა­ლშისაცემია ვიდრე სამი, ხუთი, ცხრა და ორმოცი. შვიდი გვხ­ვდება თურქმენების ყველა ტრად­ი­ციაში დაბადებიდან სიკვდ­ილამდე. საბავშვო რიტუალებში, ქორწინებასა და სიკვდილში რიცხვი შვიდი წარმოდგენილია რო­გორც ფორმულა. ამ ფორ­მულით მთავარი სათქმელია ხაზ­გა­სმული. ადამიანებს შვიდჯერ გამეორებით უკეთ ესმით და იმახ­სოვრებენ სიტუაციებს, ქცევებს და სახელებს. შვიდი გვხვდება როგორც სტილისტური რიცხვი ზღაპრებში, ეპოსებში და ლე­გე­ნ­დ­ებში. თურქმენულ საზოგა­დოე­ბაში შვიდის ფარგლებში იხს­ნ­ება დადებითი და უარყ­ოფ­ითი სიტუაციები და ქცევები. ეს შვი­დ­ეული ატარებს მითო­ლოგიისა და კულტურული იდენტობის კვალს. ბევრი თურ­ქმე­ნული რიტუალი არ არის სრულყოფილი შვი­დჯერ შესრულების გარეშე. წინამდებარე სტატიაში პირვე­ლად არის მოცემული ზოგ­ადი ინფორმაცია რიცხვი შვიდის შეს­ახებ. აქვეა მოცემული შვი­დის მაგალითები თურქმენულ კულტ­ურაში, ხალხურ ლიტერა­ტურასა და რწმენაში. ამ შვიდეულში შ­ე­დის ოჯახი, შთამო­მავ­ლობა, ცუდი ქცევის ქალები და სტუ­მა­რთა გართობის ტრადი­ც­იები. საბოლოოდ კი შეფასებულია რიც­ხვი შვიდის მაგალ­ი­თები, რომელსაც მითოლოგიური ფესვ­ები აქვს თურქმენულ კულ­ტურაში. აღსანიშნავია, რომ განხილული მაგალითები სოციო­ლ­ო­გიურ, რელიგიურ და კულტურულ ხასი­ათს ატარებენ.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

აჰმეთ გოქჩიმენი, ათათურქის უნივერსიტეტი, ერზრუმი

ფილოლოგიის დოქტორი,
ათათურქის უნივერსიტეტი, ერზრუმი,
თურქეთის რესპუბლიკა.
+905357327664, ahmetgokcimen@yahoo.com
https://orcid.org/0009-0004-9591-6472

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-16

როგორ უნდა ციტირება

გოქჩიმენი აჰმეთ. 2024. “მითოლოგიური რიცხვი შვიდი თურქმენულ კულტურაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (1):431-45. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7828.

გამოცემა

სექცია

ფილოსოფია, კულტურა, სოციოლოგია