ანდრეას ფლურაკისი - „მედეას ბურკა“
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9838საკვანძო სიტყვები:
ემიგრანტობა, იდენტობა, თავისუფლება, სტერეოტიპები, ბურკაანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია ბერძენი დრამატურგის ანდრეას ფლურაკისის „მედეას ბურკა“ თანამედროვე სტანდარტებს მორგებული მონოპიესა, რომელიც გვთავაზობს მედეას კლასიკური ბერძნული მითის განსხვავებულ, თანამედროვე პრობლემატიკის კონტექსტში განხილულ ინტერპრეტაციას; რა თქმა უნდა, პიესაში შენარჩუნებულია კლასიკური მითის ძირითადი სიუჟეტური ხაზი, რომელსაც შესანიშნავად ერწყმის მითის ა. ფლურაკისისეული ინდივიდუალიზმი, რაც პიესას სძენს აქტუალობას.
მთელი პიესა მონოლოგია მედეასი, რომელიც ყვება საკუთარ ისტორიას, გვესაუბრება წარსულზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზეც; სხვა პერსონაჟები კი აქ პასიურ როლს ასრულებენ.
ა. ფლურაკისი გვიყვება ქალზე, რომელიც იმყოფება უცხო მიწაზე, ემიგრანტია, რომელსაც უხდება მისთვის განსხვავებულ და არამშობლიურ კულტურასთან და ყოველდღიურ უცხო რეალობასთან გამკლავება, რადგან მისთვის აუცილებელია არსებულ სოციუმში თავისი იდენტობის დამკვიდრება, რათა გადარჩეს ავტორი შესანიშნავად ახდენს რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის აქცენტირებას:
- ემიგრანტობა - მედეა უცხო მიწაზეა, სხვა იდენტობაში, სხვა კულტურაში, სხვა საზოგადოებაში, ყოველგვარი მშობლიურისგან შორს;
- საკუთარი თავის (იდენტობის) შენარჩუნება - მუდმივი მცდელობა, შეინარჩუნოს მშობლიური კულტურა, დაიცვას მისთვის მისაღები ნორმები;
- ~მისი სურვილი, მუდმივად ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება;
- მცდელობა, გაუმკლავდეს საკუთარ თავში და უცხო კულტურაში არსებულ პატრიარქალურ სტერეოტიპებს.

































