თურქეთის როლის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში პოსტსაბჭოთა პერიოდში

ავტორები

  • ნინო კოპალიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9087

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, თურქეთი, რეგიონი, პოლიტიკა, აზერბაიჯანი, ირანი, კავკასია, სომხეთი

ანოტაცია

თურქეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ძლი­ერი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებ­ლობ­ების მქონე სახელმწიფოა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან განსაკუთრებით გააქტიურა ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). საწ­ყის ეტაპზე თავად ქვეყნის შიგნით არსებულმა პრობლემებმა, პოლ­იტიკურ თუ ეკონომიკურ სფეროში წამოჭრილმა  სირთუ­ლეებმა, გარკვეულწილად, ხელი შეუშალა ანკარას გამხდარიყო ,,თურქული სამყაროს“ ლიდერი და მოეხდინა რეგიონულ დონ­ეზე საკუთარი პოლიტიკური შესაძლებლობებისა და ძალის დემ­ონსტრირება. სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის გავრცე­ლე­ბის მიზნით თურქეთი ცდილობს კეთილმეზობლური ურთიე­რთობები დაამყაროს რეგიონის სამივე სახელმწი­ფო­სთან და მათთან არსებული რელიგიური, ეთნიკური, კულტურული თუ გეოგრაფიული სიახლოვე მოხერხებულად გამოიყენოს მოწინავე რეგიონული აქტორის იმიჯის  შესაქმნელად.  თავისი მიზნის გან­ხორციელების გზაზე ის აქტიურად თანამშ­რომლობს სამხ­რეთ კავკასიის ქვეყნებთან ენერგეტიკულ, პოლიტიკურ თუ სამხედრო სფეროში, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამა­ხვილებს ამ რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაფ­ა­რთოებაზე. თურქეთის რესპუბლიკის სათავეში 2002 წელს მოს­ული  სამართლიანობისა და განვითარების პარტია, სწორად იაზ­რებს რა თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, არ უში­ნდება რისკებს და ცდილობს ამოავსოს ის ვაკუუმი, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მდებარე სახელმწიფოების ხელის­უფ­ლ­ებაში იჩინა თავი. რისკებად მოიაზრება რუსეთის ფედე­რაცი­ასთან კონფრონტაციის საფრთხე, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად იგი არ აპირებს სამხრეთ კავკასიის ქვეყ­ნებზე უარის თქმას და ერთ-ერთი რთული პოლიტიკური მოთ­ამაშეა  რეგიონში. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყო­ლ­ე­ბ­ული დღემდე თურქეთმა ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა მოეხდინა როგორც ირანისა და რუსეთის გავლენების დაბა­ლან­სება, ასევე არარეგიონული აქტორების გავლენების შესუსტება სამხრეთ კავკასიაში. დავუთოღლუს ახალი საგარეო­პოლი­ტიკ­ური დოქტრინის მიხედვით, თურქეთის მისწრაფება წამყვანი რე­გიონული ქვეყნის თუ ახალი გეოსტრატეგიული როლის მო­რ­გებისაკენ შეუთავსებელი არ უნდა იყოს საერთაშორისო აქტო­რების ინტერესებთან (Grigoriadis I, 2010:7). რეჯეფ თაიფ ერდ­ოღანის ახალი ვადით მოსვლა ხელისუფლებაში კიდევ უფრო გააქტიურებს ანკარის კავკასიურ პოლიტიკას.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

კოპალიანი ნინო. 2025. “თურქეთის როლის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში პოსტსაბჭოთა პერიოდში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (1):200-221; 222. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9087.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.